ა(ა)იპ - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ა(ა)იპ - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024707
2016
26/09/2017
ვებგვერდი, 16/10/2017
000000000.00.003.024707
ა(ა)იპ - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2016

2017 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – ძალადობის გან დაცვის ეროვნული ქსელისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ ძალადობის გან დაცვის ეროვნულ ქსელს (ს/კ: 205015142) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის ვადით სარგებლობაში გადასცეს ქ. თბილისში, ქერჩის ქუჩა 4-ში (ნაკვეთი 29/076) მდებარე 3526.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1, საერთო ფართით – 8.19 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.11.05.029.271).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების სარეკონსტრუქციო /სარემონტო სამუშაოების განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის დახარჯვა.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ - მინისტრი                                                                     გიორგი კვირიკაშვილი