დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატად საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაურის და/ან ბაკურიანის) წარდგენისა და აღნიშნული ჩემპიონატის მასპინძელი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის საფასურის გადახდის შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“ დავალების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024706 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2015
2017 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატად საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაურის და/ან ბაკურიანის) წარდგენისა და აღნიშნული ჩემპიონატის მასპინძელი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის საფასურის გადახდის შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისთვის“ დავალების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დაევალოს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ :
1. 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატად საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების – გუდაურის და/ან ბაკურიანის წარდგენა.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჩემპიონატის მასპინძელი კურორტების არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის საფასურის – 175 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი) შვეიცარული ფრანკის ეკვივალენტი ლარის გადახდა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ საკუთარი სახსრებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები