სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2008
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024699
2008
26/09/2017
ვებგვერდი, 16/10/2017
000000000.00.003.024699
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

 

განკარგულება №2008

 

2017 წლის 26 სექტემბერი

 

ქ. თბილისი

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ

1. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოსთვის (ს/ნ 429650399) სტიქიის შედეგად განადგურებული მეურნეობის აღდგენის მიზნით (ფუტკრის სკების დამზადებისთვის), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს იმერეთის სატყეო სამსახურის ვანი-ბაღდათის სატყეო უბნის ყუმურის სატყეოს კვ. №18 ლიტ. №5-დან 200 მ3 I ხარისხის თხმელის ჯიშის ხე-ტყის გაცემა.

 

2. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის დამზადების ბილეთისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება.

 

3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა თაფლმა საჩინომ უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელის, ასევე სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.   

 

პრემიერ-მინისტრი                                              გიორგი კვირიკაშვილი