საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2003
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024694
  • Word
2003
26/09/2017
ვებგვერდი, 16/10/2017
000000000.00.003.024694
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2003

2017 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამავე დადგენილებით დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევით განსაზღვრული პროცედურები არ გავრცელდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროექტზე.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში დეპარტამენტი), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე ალტერნატიული მიმართულების გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა დეპარტამენტს, უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

4. დეპარტამენტმა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო 2018 წელს შესაბამისი წლის ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

5. დეპარტამენტმა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო საზედამხედველო მომსახურება განახორციელოს დეპარტამენტსა და შესაბამის კომპანიას შორის გაფორმებული სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი