დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ – შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის „შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა და მოზრდილთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის თაობაზე“ გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2002 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024674 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2002
2017 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ – შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის „შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა და მოზრდილთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის თაობაზე“ გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს, ერთი მხრივ, ა(ა)იპ – შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის სამინისტროს სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთზე (თბილისის ზღვის მიმდებარე ხეხილ-სანერგე მეურნეობა (ს/კ: 81.21.06.727), ფართობი – 5710 კვ.მ) შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა და მოზრდილთა სარეაბილიტაციო ცენტრის საქართველოს სახელმწიფოსათვის უსასყიდლო შექმნის მიზნით „შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა და მოზრდილთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობის თაობაზე“ მომსახურების გასაფორმებელი ხელშეკრულება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ გადაწყდეს ხელმომწერ პირთა/მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები