„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის“ დასაფინანსებლად მსოფლიო ბანკიდან (WB) დამატებითი დაფინანსების სახით მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1986
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024660
  • Word
1986
18/09/2017
ვებგვერდი, 13/10/2017
000000000.00.003.024660
„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის“ დასაფინანსებლად მსოფლიო ბანკიდან (WB) დამატებითი დაფინანსების სახით მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1986

2017 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის“ დასაფინანსებლად მსოფლიო ბანკიდან (WB) დამატებითი დაფინანსების სახით მისაღები სესხის ფინანსური პირობების შესახებ

მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის“ დასაფინანსებლად მსოფლიო ბანკიდან (WB) დამატებითი დაფინანსების სახით მისაღები სესხის თაობაზე, შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობებით:

სესხის ოდენობა: 20 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ევრო;

სესხის ხანგრძლივობა: 24 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 15 წელი);

− საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი, 6-თვიანი EURIBOR + ცვლადი მარჟა;

− ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახდელი (Front-End Fee): 0.25% სესხის მთლიან თანხაზე (გადახდილი იქნება სესხის თანხიდან);

− ვალდებულების გადასახდელი (Commitment Fee): 0.25% (ერიცხება სესხის აუთვისებელ ნაწილს).

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი