„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 03 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 181/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 17/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017433
181/ნ
17/10/2017
ვებგვერდი, 18/10/2017
040030000.22.022.017433
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 03 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №181/ნ

2017 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016644) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11  პუნქტი:

„11 გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებით და ამ წესდებით დადგენილი წესით დამტკიცებული შესაბამისი დებულებით.“.

2. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა