დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 182/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017434 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში (სსმ, №168, 28.11.2007) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:
1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 56-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 3. 58-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესორის თანამდებობაზე: ა) 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით განსაზღვრულ პირობებს; ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). უვადოდ არჩეული პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ამ წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.“. 4. მე-60 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) პროფესიული განვითარების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ, უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი ვადით და წესით, აიღოს სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება;“. ბ) მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირადი ინფორმაცია, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.“; 5. 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 62. აკადემიური წოდებები, მათი მინიჭების წესი და პირობები 1. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ შესაძლებელია რექტორის, ფაკულტეტის საბჭოს ან უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის აკადემიური წოდება. 2. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ შესაძლებელია ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ემერიტუსის აკადემიური წოდება მიანიჭოს 65 წელს მიღწეულ პირს, რომელიც წარდგინების აღძვრის მომენტისათვის აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უკავია პროფესორის თანამდებობა და აქვს ამ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება; ბ) აქვს უნივერსიტეტში, მათ შორის ამ უნივერსიტეტთან ინტეგრირებულ სამეცნიერო ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 25 წლის გამოცდილება; გ) თავისი საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უნივერსიტეტში შესაბამისი დარგის განვითარებაში. 3. ემერიტუსის წოდება პირს ენიჭება შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე. უვადოდ არჩეულ პროფესორს ემერიტუსის წოდება შეიძლება მიენიჭოს მისი განცხადების საფუძველზე, შესაბამისი აკადემიური წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 თვისა. 4. ემერიტუსს მიეცემა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით განსაზღვრული ყოველთვიური ფულადი ანაზღაურება. 5. ემერიტუსის მიერ უნივერსიტეტში ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის დაწყება (გარდა საათობრივად ანაზღაურებადი პედაგოგიური საქმიანობისა) ან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება, მისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების გაცემის შეწყვეტის საფუძველია. 6. ემერიტუსისათვის ყოველთვიური ფულადი ანაზღაურების გაცემის შეწყვეტის სხვა საფუძვლები განისაზღვრება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.“. 6. 621 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პოსტდოქტორანტია პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად კონკურსის საფუძველზე აირჩევა ფაკულტეტზე ან უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესითა და ვადით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“. 7. 622 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე: ა) 5 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესით განსაზღვრულ პირობებს; ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ამ წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას. 3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. 4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.“. 8. 625 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ატესტაცია არის უნივერსიტეტში უვადოდ არჩეული პროფესორის და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პროფესიული უნარების, აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.“. 9. 66-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსს პირი მოიპოვებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე პირი მიიღება საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესით. სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივ აქტს გამოსცემს უნივერსიტეტის რექტორი.“; ბ) მე-6-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: ა) ადმინისტრაციული (სწავლის საფასურის გადახდა) ან/და აკადემიური რეგისტრაციის (სასწავლო პროცესის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის) გაუვლელობა; ბ) პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); გ) ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; დ) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა (გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა). 7. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არა უგვიანეს 15 დღისა. ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის ან სხვა შემთხვევაში, როცა დოკუმენტურად დასტურდება სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეუძლებლობა, გამონაკლისი შესაძლოა დადგინდეს რექტორის ბრძანებით. 8. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია: ა) პირადი განცხადება; ბ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება; გ) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით გათვალისწინებული შემთხვევა; დ) ერთი და იმავე სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენა და კრედიტის ვერ მიღება; ე) უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5-წლიანი ვადის გასვლა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა; ვ) უნივერსიტეტს შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით და სტუდენტთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა; ზ) გარდაცვალება.“. 10. 71-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები