„საქართველოსა და ისლანდიას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოსა და ისლანდიას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 462
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.020171
462
10/10/2017
ვებგვერდი, 11/10/2017
480140000.10.003.020171
„საქართველოსა და ისლანდიას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №462

2017 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოსა და ისლანდიას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2017 წლის 22 სექტემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და ისლანდიას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება. 
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ისლანდიის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი