ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ვაზისუბნის II მ/რაიონში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ვაზისუბნის II მ/რაიონში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 373
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016326
  • Word
373
29/09/2017
ვებგვერდი, 10/10/2017
000000000.00.101.016326
ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ვაზისუბნის II მ/რაიონში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №373

2017 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ვაზისუბნის II მ/რაიონში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ისნის რაიონში, ვაზისუბნის II მ/რაიონში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ფოტოგრაფ ალექსანდრე როინაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი