„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1329-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 140070000.05.001.018587
1329-Iს
02/11/2017
ვებგვერდი, 13/11/2017
140070000.05.001.018587
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2014, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.017468) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საგანგებო სიტუაციების შედეგად მოსახლეობის სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისა და ქონებისათვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტებიდან მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენა;“.

2. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტებიდან განსაზღვრავს მასობრივი თავშეყრის ობიექტებს, რომელთა მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა.“.

3. 56-ე მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 ნოემბერი 2017 წ.

N1329-Iს