დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 მარტის №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 451 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 09/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.020160 |
451
06/10/2017
ვებგვერდი, 06/10/2017
040030000.10.003.020160
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 მარტის №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 მარტის №148 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 მარტის №148 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/03/2017, 040030000.10.003.019857) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.“. „მუხლი 4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა უზრუნველყოს: ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება; ბ) სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის – ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცებამდე, სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ იხელმძღვანელოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული სააგენტოს დებულებით, საშტატო განრიგითა და სახელფასო ფონდით.
|
| მუხლი 3 |
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიეცეს უფლება, განკარგოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამული კოდი 24 20 – „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ხელშეწყობა“, სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
| მუხლი 4 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლედ.
|
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 9 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები