დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 449 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 06/10/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 09/10/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.020158 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 დეკემბრის №594 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 28/12/2016; 010240030.10.003.019661) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი: „რ1) საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი და ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით, საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში;“. 2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 9 ოქტომბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები