შპს „დოგანის“ კრედიტორთა კრების განმეორებით მოწვევის შესახებ

  • Word
შპს „დოგანის“ კრედიტორთა კრების განმეორებით მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/18429-2013
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 04/10/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/18429-2013
04/10/2017
ვებგვერდი, 09/10/2017
შპს „დოგანის“ კრედიტორთა კრების განმეორებით მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/18429-2013

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების განმეორებით მოწვევის შესახებ

2017 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს ,,დოგანის“ კრედიტორთა კრების განმეორებით მოწვევის საკითხი,

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „დოგანის“ მიმართ.

2017 წლის 24 მაისს შპს „დოგანის“ გაკოტრების მმართველმა – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „დოგანის“ კრედიტორთა კრების მოწვევა დებიტორული მოთხოვნების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით , 2017 წლის 04 ოქტომბერს , 14:00 საათზე , მოწვეული იყო კრედიტორთა კრება თბილისის საქალაქო სასამართლოს №24 სხდომის დარბაზში, მაგრამ კრება ვერ შედგა, რადგან კრებას არ ესწრებოდნენ 51% ხმის უფლების მქონე კრედიტორები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%, მიუხედავად იმისა, ჩაჰბარდათ თუ არა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დანარჩენ კრედიტორებს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.

 გამომდინარე აღნიშნულიდან, მოწვეული უნდა იქნეს შპს „დოგანის“ კრედიტორთა კრება განმეორებით, დღის წესრიგით: დებიტორულ მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხის განხილვა.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დაადგინა:

1. მოწვეულ იქნეს შპს „დოგანის“ კრედიტორთა კრება განმეორებით შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. დებიტორულ მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხის განხილვა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 10 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).

3. დაევალოს შპს „დოგანის“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                                                    ლაშა ქოჩიაშვილი