შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 25/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 15/12/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 15/12/2002
სარეგისტრაციო კოდი 430000000.00.003.000055
-
15/12/1997
გაურკვეველი, -, 25/12/1997
430000000.00.003.000055
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის

მთავრობას შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში

საქართველოს მთავრობა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი, ხარისხის სფეროში საერთაშორისოდ შეთანხმებულ კრიტერიუმებთან, პრინციპებთან და დირექტივებთან თანამშრომლობის დაახლოვებაში ხელშეწყობის მიზნით, გამოდიან რა ორივე ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

ამ შეთანხმების რეალიზაციისათვის და სამუშაოთა კოორდინაციისათვის მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს წარმოადგენს:

− საქართველოში: საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

− ბულგარეთში: სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის კომიტეტი.

მუხლი 2

ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ:

− ამ სფეროში არსებულ საქონელსა და მომსახურეობაზე სპეციალიზირებულ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტების შესაბამის თანამშრომლობას.

− ამ სფეროში არსებული სისტემების, სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისობის შეფასების პროცედურების ჰარმონიზირებას და შემდგომში მის გამოყენებას და აღიარებას

− ხარისხის მართის სფეროში გამოცდილების და ტექნიკური ინფორმაციის გაზიარებას და საინფორმაციო საქმიანობის განვითარებას.

მუხლი 3

ხელშემკვრელი მხარეები მხარს დაუჭერენ ერთმანეთის მონაწილეობას ან შესვლას საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა წევრი თავად არიან.

მუხლი 4

ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ წინამდებარე შეთანხმების მიხედვით ჩატარებული სამუშაოებისა და სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების შედეგების შესახებ მიღებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის კონფიდენციალობას, თუ ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს მიაჩნია, რომ დოკუმენტაციას აქვს კონფედენციალური ხასიათი. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მეამე მხარეს, მხოლოდ ამ ინფორმაციის მომწოდებელი ხელშემკვრელი მხარის თანხმობით.

მუხლი 5

ამ შეთანხმების დებულებები აუცილებლობის შემთხვევაში ზუსტდება და კონკრეტდება დამატებითი შეთანხმებებით და ოქმებით, რომლებიც დაიდება საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ბულგარეთის რესპუბლიკის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის კომიტეტს შორის.

მუხლი 6

ეს შეთანხმება არ ეხება უფლებებს და ვალდებულებებს რომლებიც გამომდინარეობენ ხელშემკვრელი მხარეების მიერ სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის დარგში სხვა სახელმწიფოებთან ადრე დადებულ შეთანხმებებიდან.

მუხლი 7

ამ შეთანხმების შესრულებასა და განმარტებასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 8

ეს შეთანხმება მოქმედებს 5 (ხუთი) წლის განმავლობაში და ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან.

ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, რისთვისაც წერილობით ატყობინებს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილებას.

შეთანხმების მოქმედება წყდება ამგვარი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.

შესრულებულია ქ. სოფიაში 1997 წლის 15 დეკემბერს, ორ ეგზემპლიარად ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.

 

შეთანხმების დებულებების განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

 

(ხელმოწერილია)

ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)