„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 176/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 05/10/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017428
176/ნ
05/10/2017
ვებგვერდი, 05/10/2017
040030000.22.022.017428
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №176/ნ

2017 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის №52/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 14/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016787) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების მე-8 მუხლის:
1. პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) უფლებამოსილია რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში, მოქმედი რექტორის უფლებამოსილების გასვლიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი რექტორის არჩევამდე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დანიშნოს  რექტორის მოვალეობის შემსრულებელი;“.

2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის ან დროებით არყოფნის შემთხვევაში აკადემიურ საბჭოს იწვევს და თავმჯდომარეობს აკადემიური საბჭოს უხუცესი წევრი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა