დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 26822 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 04/10/2017 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 05/10/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016423 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №26822
2017 წლის 4 ოქტომბერი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა.ა) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მოწმობით განსაზღვრულ გამოცხადების თარიღში საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გამოუცხადებლობის შემთხვევაში დანიშნულების საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი ინფორმაცია, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა (სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა), რეაგირებისათვის გადაეცემა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ შესაბამისი ინფორმაცია ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ან/და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.“.
ა.ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შეადგინოს აქტი (სადაც აისახება მოწმობის გაუქმების მიზეზი), რომელიც გაუქმებულ მოწმობასთან ერთად სათანადო რეესტრით ეგზავნება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს.“.
ა.გ) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საჭიროების შემთხვევაში, დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, საბაჟო დეკლარაციის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, იღებს: საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილების უფროსი ან მისი მოადგილე, გეზ-ის უფროსი ან მისი მოადგილე, გეზ-ის შესაბამისი სამმართველოს უფროსი, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი ან მისი მოადგილე ან ცვლის უფროსი, საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე.“.
ა.დ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დათვალიერების შეტყობინებაში დათვალიერების დროდ უნდა მიეთითოს შეტყობინების გაგზავნის დღიდან მომდევნო კალენდარული დღის (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კალენდარული დღე ემთხვევა კვირა დღეს ან საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს) არაუგვიანეს 17.00 საათი. გეზ-ში ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებაში წარდგენილი საქონლის დათვალიერების ელექტრონულ შეტყობინებაში დათვალიერების დროდ უნდა მიეთითოს შეტყობინების გადაცემის მომენტიდან არაუგვიანეს 2 საათი.“.
ა.ე) 34-ე მუხლის:
ა.ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტი იდენტიფიკაციის საშუალებებს გასცემს გაფორმების ეკონომიკური ზონის ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილების ან საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ თანამშრომელზე, რომელიც პასუხისმგებელია იდენტიფიკაციის საშუალებების მიღებაზე, აღრიცხვაზე, განაწილებასა და ანგარიშგებაზე.“;
ა.ე.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილების, გაფორმების ეკონომიკური ზონის და საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი თანამშრომელი მიღებულ იდენტიფიკაციის საშუალებებს აღრიცხავს „იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) აღრიცხვისა და გაცემის ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი№IV-01), ინახავს დაცულ ადგილას და საჭირო რაოდენობას გასცემს გაფორმების განყოფილების ან გაფორმების ეკონომიკური ზონის პასუხისმგებელ თანამშრომელზე ან ცვლის უფროსზე, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − პირზე ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელზე.
4. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილების, გაფორმების ეკონომიკური ზონის პასუხისმგებელი თანამშრომლების ან ცვლის უფროსების მიერ მიღებული და გამოყენებაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებები ასევე აღირიცხება ჟურნალში (დანართი №IV–01).“;
ა.ე.გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. გამოყენებამდე ან დადებისას დაზიანებულ ან უვარგის იდენტიფიკაციის საშუალებებს, აგრეთვე ინფორმაციას ასეთი იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ №IV–03 დანართის ფორმით, გაფორმების ეკონომიკური ზონის, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილების და საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი თანამშრომელი აბარებს შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტს. ეს ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 იანვრამდე.“.
ა.ვ) დანართი №IV–01 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №IV–01
იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) აღრიცხვისა და გაცემის
ჟურნალი
ჟურნალი № |
|
შენიშვნა |
|||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
“’ |
ა.ზ) 35-ე მუხლის მე-11 პუნქტის:
ა.ზ.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ციფრი „1“ – საქონლის (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა) წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებას ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს წარუდგენს ელექტრონულად, ან დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებას ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე;
გ) ციფრი „2“ – საქონლის დეკლარირებისას, როდესაც დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებას ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას არასამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე ან როდესაც „ASYCUDA“-ში დაშვებული პირი, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებაში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროს ახორციელებს დეკლარირებას (გარდა წინასწარი დეკლარირებისა);“.
ა.ზ.ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ციფრი „4“ − საქონლის (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა) წინასწარი დეკლარირებისას, როდესაც დეკლარანტი/მისი წარმომადგენელი საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებას ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას არასამუშაო დროს მიმართავს თხოვნით დეკლარაციის შევსების თაობაზე;
ვ) ციფრი „5“ – როდესაც ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე და დეკლარაციას ავსებს და არეგისტრირებს დეკლარანტი, ან სასაქონლო ოპერაციისათვის საჭირო დოკუმენტებს წარუდგენს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებას ან გაფორმების ეკონომიკურ ზონას სამუშაო დროს.“.
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-2 ნაწილის:
ბ.ა) პირველი პუნქტის მე-19 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19 |
69309; 99309 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზო“. |
ბ.ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ბ.ა) პირველი გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
|
11111; 99111
20111
20002
69043
69250 |
გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი “: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ; გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის); გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ (მხოლოდ „ოქროს სიის “ მონაწილეთა საწყობში წარდგენილი საქონლის გაფორმებისათვის). საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე ); ქ. გორი, მოსკოვის ქ. №1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა. |
ბ.ბ.ბ) მე-6 გრაფა ამოღებულ იქნეს.
ბ.ბ.გ) მე-7-მე-მე-9 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
7
|
69017; 99017
20002
69070 |
თელავის გაფორმების განყოფილება: ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41; ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის); ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. №21, სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობ. |
8 |
69300; 99300
20002
69350 |
ახალციხის გაფორმების განყოფილება : ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54; ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. №54 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის); ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი №2, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა.
|
9 |
69400; 99400 20004
69450 |
ქუთაისის გაფორმების განყოფილება : ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5; ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №5 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის); სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა.
|
10 |
69014; 99014
20002
69050 |
რუსთავის გაფორმების განყოფილება : ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36; ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. №36 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის); სსიპ-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა. |
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 5 ოქტომბრიდან.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი
დოკუმენტის კომენტარები