დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 127 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/11/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340020.22.038.016885 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26/06/2015, 010340020.22.038.016471) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6 დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. №27.“. 2. მე-8 მუხლს: ა) „ა1" ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი: „ა2) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავება;“.
ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ
დაემატოს
შემდეგი
შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისკების შეფასების გუნდის მიერ ოქმის სახით მიღებული გადაწყვეტილების, მათ შორის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-12 მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული სხდომის ოქმის, ელექტრონული სახით აღრიცხვა და სისტემატიზაცია;“. 3. მე-11 მუხლის პირველ პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს რისკების შეფასების გუნდის მიერ ოქმის სახით მიღებული გადაწყვეტილების, მათ შორის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-12 მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული სხდომის ოქმის, ელექტრონული სახით აღრიცხვასა და სისტემატიზაციას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები