დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 108 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100100010.22.038.016866 |
|
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.05.2011, 100100010.22.038.016044) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირად საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი აღიწერება და ისინი შეადგენს პირადი საქმის პირველ და მეორე ნაწილებს. თუ პირად საქმეს ახლავს დაწესებულებაში მყოფი ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი (დანართი №22), ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ანამნეზი (დანართი №222), პირის პირადი დოკუმენტების კონვერტი, ისინი აღიწერება პირადი საქმის მეორე ნაწილში. პირადი დოკუმენტების აღწერის ფურცელი ინახება პირად საქმეში არსებულ კონვერტში, რომელიც ეკვრება პირადი საქმის მეორე ყდას შიდა მხრიდან.“. 2. მე-12 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მსჯავრდებულის პირად საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი შეიტანება ჩამონათვალში, რომელიც დგება ცალკე საქმის პირველ და მეორე ნაწილზე. პირადი საქმის მეორე ნაწილში დართული დოკუმენტების ჩამონათვალში ასევე შეიტანება ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი და ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ანამნეზი, მსჯავრდებულის პირადი დოკუმენტები კონვერტით და სასამართლო დოკუმენტების ასლები. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათი არის კონვერტში პირად საქმესთან, ისინი შეიტანება კონვერტში შენახული დოკუმენტების აღწერაში. ეს აღწერა დგება პირადი საქმის მეორე ნაწილის შიდა მხარეზე: პასპორტის (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის) სერიის, მისი გაცემის თარიღისა და გამცემი ორგანოს, ასევე ნომრის მითითების ჩათვლით ასეთის არსებობის შემთხვევაში.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. მსჯავრდებულის პირადი საქმიდან ამოიღება ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი და ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ანამნეზი, საექიმო-სამედიცინო პუნქტში გადასაცემად და ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათების გადაცემა ხორციელდება საქმის დოკუმენტების აღწერით.“. 3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ანამნეზი, ხოლო აუცილებელ შემთხვევაში, სხვა ავადმყოფობის შესახებ დოკუმენტები (ავადმყოფობის ისტორია, ანალიზების ცნობა და სხვა);“. 4. დანართი №221-ის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №222: „დანართი №222
ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ანამნეზი
პაციენტის სახელი და გვარი ___________________________________________________________ პირადი № _____________________________ ასაკი __________________________________ მენარხე ___________________ წლის ასაკში ბოლო მენსტრუალური ციკლი (თარიღი) ______________________ მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა _________________________ მენსტრუალური ციკლის ხასიათი: რეგულარული არარეგულარული შეწყვეტილი ორსულობა (რაოდენობა) __________________________________ პირველი ორსულობა (ასაკი) _______________________________ ბოლო ორსულობა (ასაკი) __________________________________ მიმდინარე ორსულობა ____________________________________ მშობიარობის სავარაუდო თარიღი _________________________ ჯანმრთელობის პრობლემა ბოლო ორსულობისას: _________________________________________ _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ მედიკამენტების გამოყენება ბოლო ორსულობისას: ________________________________________ _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________
ჩატარებული სკრინინგი: სგგდ ___________________________________ აივ/შიდსი ______________________________ B ჰეპატიტი _____________________________ С ჰეპატიტი _____________________________
შეეთავაზა სკრინინგი: სგგდ; აივ/შიდსი; B ჰეპატიტი; C ჰეპატიტი
ანამნეზში აბორტი (რაოდენობა): __________ თვითნებური __________ ხელოვნური __________ მშობიარობა (რაოდენობა): ____________________ პირველი მშობიარობა (ასაკი) ______________ ბოლო მშობიარობა: ____________________ მენოპაუზა: ___________________________ გადატანილი/ამჟამად არსებული გინეკოლოგიური დაავადებები: __________________________ _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________
გადატანილი/ამჟამად არსებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: ________________ _______________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________
შეეთავაზა ორსულობის ტესტი: დიახ/არა შეთავაზებულ ორსულობის ტესტზე პაციენტმა განაცხადა: თანხმობა/უარი ტესტირების შედეგი: დადებითი/უარყოფითი
ექიმის სახელი, გვარი და ხელმოწერა __________________________________ __________________________________
თარიღი __________________________
შენიშვნა: ტესტირებაზე უარის შემთხვევაში, შეადგინეთ შესაბამისი ოქმი.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები