დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 375 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/09/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 22-23, 17/10/1996 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კანონი „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს 1996 წლის ბოლომდე უზრუნველყოს კანონის რეალიზაციისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტების მომზადება და მიღება.
3. დაევალოთ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტებს შეიმუშაონ და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინონ კანონპროექტი ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა ნორმატიული აქტი ან ცალკეული ნორმა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1996 წლის 6 სექტემბერი.
№375–1ს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები