დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 261 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110030000.22.027.016761 |
|
„საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №68 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.02.2015, სარეგისტრაციო კოდი: 110030000.22.027.016573) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები 1. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ა) საგამოძიებო დანაყოფების ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობა; ბ) საპროკურორო საქმიანობის ანალიზი, ამ საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; გ) სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ზომების მიღება; დ) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ამ გზით მიღებული გადაწყვეტილებების პროკურატურის სისტემაში დანერგვა და მათ შესრულებაზე კონტროლი; ე) პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების (გარდა მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციისა) საქმიანობის შეფასება მთავარი პროკურორის ბრძანებით დამტკიცებული „პროკურორთა შეფასების სისტემის“ (შემდგომში – შეფასების სისტემა) შესაბამისად; ვ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის კოორდინაცია და წინადადებების მომზადება აღნიშნული პროგრამის სრულყოფის მიზნით; ზ) არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის კოორდინაცია; თ) დანაშაულის ანალიზი; ი) სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი; კ) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ლ) პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ქართული და უცხოური პრაქტიკის განზოგადება, წინადადებების მომზადება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით; მ) პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით პროკურატურის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; ნ) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების ინიცირება და განხორციელება; ო) მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის კოორდინაცია; პ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მთავარი პროკურორის რეკომენდაციებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, დარღვევების გამოვლენა და წინადადებების მომზადება პროკურორის მიმართ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენებაზე; ჟ) მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილეების დავალებების შესრულება, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. დეპარტამენტი დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად თანამშრომლობს მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებთან.“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) საგამოძიებო დანაყოფების ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო; ბ) საგამოძიებო დანაყოფების რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;“; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგამოძიებო დანაყოფების ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო უზრუნველყოფს: ა) პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების საქმიანობის შეფასებას შეფასების სისტემის შესაბამისად; ბ) საპროკურორო დოკუმენტების შესწავლას, კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენას და წინადადებების შემუშავებას საპროკურორო საქმიანობის სრულყოფის მიზნით; გ) სისხლის სამართლის საქმეთა თემატურ შესწავლას და ინფორმაციის მიწოდებას ანალიტიკური სამმართველოსთვის; დ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და, საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთა მიღებას; ე) სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს, სასამართლოს პრაქტიკის განზოგადებას; ვ) რეკომენდაციების შემუშავებას სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის გამოყენებაზე და მათ მიწოდებას პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფებისათვის; ზ) წინადადებების შემუშავებას სისხლის სამართლის საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით; თ) წინადადებების მომზადებას რეგიონის კრიმინოგენური მდგომარეობის შესაბამისი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების მიზნით; ი) წინადადებების შემუშავებას სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დახვეწის მიზნით; კ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის პერიოდულ მონიტორინგს. 3. საგამოძიებო დანაყოფების რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებთან მიმართებაში.“; გ) მე-4 პუნქტის: გ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საგამოძიებო დანაყოფების ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოსა და საგამოძიებო დანაყოფების რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესწავლას და ანალიზის მომზადებას;“; გ.ბ) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) კომპეტენციის ფარგლებში, შეფასების სისტემის შესაბამისად პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების საქმიანობის შეფასებას.“; ე) მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) შეფასების სისტემის შესაბამისად პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების საქმიანობის შეფასებას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები