დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23635 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 06/09/2017 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/10/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 06/09/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016422 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №23635
2017 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა.ა) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქონელი გაგზავნილია ერთი მიმღების მისამართით, განკუთვნილია იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის და დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ შეივსო და დარეგისტრირდა სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია;“;
ა.ბ) 35-ე მუხლის:
ა.ბ.ა) მე-11 პუნქტის „ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ციფრი „5“ – როდესაც ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე და დეკლარაციას ავსებს და არეგისტრირებს დეკლარანტი.“;
ა.ბ.ბ) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„29. გრაფა 30 „საქონლის ადგილმდებარეობა” – საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დროებით შენახული საქონლის დეკლარირებისას გრაფაში აღინიშნება საქონლის შენახვის ადგილის ხუთნიშნა კოდი კლასიფიკატორის მე-12 ნაწილის შესაბამისად. საქონლის წინასწარი დეკლარირებისას გრაფაში აღინიშნება „SGP99“. თუ ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის წარდგენა ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე, გრაფაში აღინიშნება „AGR99“. ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი წინასწარ დეკლარირებული საქონლისათვის „ყვითელი დერეფნის“ განსაზღვრის შემთხვევაში, როდესაც საქონლის განთავსება ხორციელდება საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე, დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებამდე გრაფაში მიეთითება „AGR99“.“;
ა.გ) 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მალფუჭებადი საქონლის, ცხოველების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, წინასწარ დეკლარირებული საქონლის, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გაფორმება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-2 ნაწილის („საგადასახადო ორგანოებისა და გაფორმების სხვა ადგილების კლასიფიკატორი“) მე-2 პუნქტის („გაფორმების ეკონომიკური ზონები და გაფორმების სხვა ადგილები“) მე-4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
4 |
11113; 69500; 99113
11113; 69500; 99113
20113
69510
69511
69555
| გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი ”:
ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32;
ქ. ფოთი, კოკაიას ხეივანი №1 (მხოლოდ კონტეინერით გადაადგილებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული საქონლის გაფორმებისათვის); ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქ. №32 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის);
ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა;
ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. №7, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ოზურგეთის განყოფილების შენობა. |
“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი
დოკუმენტის კომენტარები