„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე

  • Word
„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 373
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 22-23, 17/10/1996
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
373
06/09/1996
პარლამენტის უწყებანი, 22-23, 17/10/1996
0000.00.00.000000
„გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ბოლომდე უზრუნველყოს კანონის რეალიზაციისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტების მომზადება და მიღება.

3. დაევალო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტებს შეიმუშაონ და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინონ კანონპროექტი ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა ნორმატიული აქტი ან ცალკეული ნორმა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ზ. ჟვანია

თბილისი,

1996 წლის 5 სექტემბერი.

373–Iს