„ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/10/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/10/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 09/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.143.016433
25
02/10/2017
ვებგვერდი, 06/10/2017
010250000.35.143.016433
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2017 წლის 2 ოქტომბერი

ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-13 მუხლის 11 პუნქტის  შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 აგვისტოს №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/08/2017, 010250000.35.143.016425) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს  „ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის  საბჭოს დებულება“ დანართი №1-ის შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხაშურის  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის „ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების“ 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. გენდერული თანასწორობის საბჭო

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის  საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს    სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს    კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული      თანასწორობის დაცვის  მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე