დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.143.016431 |
|
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 აგვისტოს №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 23.08.2017; 270070000.35.143.016429) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რანგირების, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“; ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. განისაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები და დამტკიცდეს საშტატო ნუსხა №1 დანართის შესაბამისად.“; გ) დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რანგირება, თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები