დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.166.016325 |
|
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება, გარდა დანართის მე-2 მუხლის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების დანართის მე-2 მუხლის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1-ლი იანვრიდან. |
|
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
წინამდებარე დოკუმენტი ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში –
საჯარო დაწესებულება) დირექტორის მიმართ, რაც მოიცავს მოთხოვნებს საჯარო დაწესებულების დირექტორის განათლების და გამოცდილების, სამართლებრივი აქტების ცოდნის, სხვა საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიმართ, ასევე, საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობის შემთხვევებს.
|
მუხლი 2.
განათლება და გამოცდილება
|
საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა ჰქონდეს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება; ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, ან დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით; დ) გავლილი სასერტიფიკატო პროგრამაადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე). |
მუხლი 3.
სამართლებრივი აქტების ცოდნა
|
საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; გ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; დ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ე) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”; ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ზ) “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი. |
მუხლი 4.
სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები
|
1. საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს:
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები; ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები; გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები; დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები; ე) განათლების ძირითადი თეორიები; ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში; ზ)ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები; თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიული საფუძვლები; ი) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები. კ) ფინანსური მართვის საფუძვლები; ლ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები; მ) ფონდების მოძიების პრინციპები; ნ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები; ო) ინვენტარიზაციის პროცედურები. 2. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: ა) ადამიანური რესურსების მართვა; ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა; დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა; ე)პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი; ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; ზ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა; თ) შესყიდვების დაგეგმვა; ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა; კ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება; ლ) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა. |
მუხლი 5.
საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა
|
საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის; ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს. |
მუხლი 6.
გარდამავალი დებულებები
|
მე-2 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობენ საჯარო დაწესებულების დირექტორად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები