„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 აგვისტოს #19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 აგვისტოს #19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/10/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 07/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190020.35.154.016314
23
02/10/2017
ვებგვერდი, 05/10/2017
010190020.35.154.016314
„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 აგვისტოს #19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2017 წლის 2 ოქტომბერი

დაბა თიანეთი

 

„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე,  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.         
„წინასაარჩევნო  კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 აგვისტოს №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 30/08/2017 სარეგისტრაციო კოდი: 010190020.35.154.016310) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია შემდეგ ადგილებზე:“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად მოხდეს  შემდეგი ადგილების გამოყოფა:“.


მუხლი 2.         
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმარინა ხარხელაური