ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.144.016288
20
29/09/2017
ვებგვერდი, 05/10/2017
270070000.35.144.016288
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 
   ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №20

2017 წლის 29 სექტემბერი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს №17 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აგვისტოს  №17 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 11/08/2017, 270070000.35.144.016285)  შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები:  

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ.ბ“ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად“;

ბ)  დადგენილების დანართი №1 შეიცვალოს ახალი დანართი №1- ით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი