დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.106.016245 |
37
29/09/2017
ვებგვერდი, 05/10/2017
010250050.35.106.016245
ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
|
ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
კვალიფიკაცია და გამოცდილება |
ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში –
საჯარო დაწესებულება) დირექტორი (შემდგომში - დირექტორი) უნდა აკმაყოფილებდეს შედეგ მოთხოვნას სრულად:
|
ა)
აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება ნებისმიერ დარგში (უპირატესობა ენიჭება განათლებას განათლების მეცნიერების, მასწავლებლის განათლების ან ფსიქოლოგიის დარგში); |
ბ)
აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; |
გ)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება; |
დ)
გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში, განათლების ადმინისტრირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში. |
მუხლი 2.
სამართლებრივი აქტების ცოდნა |
საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები: |
ა)
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; |
ბ)
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; |
გ)
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; |
დ)
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“. |
მუხლი 3.
სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები |
1.
საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იცნობდეს: |
ა)
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს; |
ბ)
ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს; |
გ)
ინკლუზიური განათლების პრინციპებს; |
დ)
უნივერსალური დიზაინის პრინციპებს; |
ე)
განათლების ძირითად თეორიებს; |
ვ)
კვლევის მეთოდებს განათლებაში; |
ზ)
ადრეული განათლების თავისებურებებს და პრინციპებს; |
თ)
ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს; |
ი)
ლიდერობის თანამედროვე თეორიებს; |
კ)
სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს. |
ლ)
ფინანსური მართვის საფუძვლებს; |
მ)
პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპებს; |
ნ)
ფონდების მოძიების პრინციპებს. |
2.
საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: |
ა)
ადამიანური რესურსების მართვა; |
ბ)
პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება; |
გ)
სტრესულ სიტუაციებში მუშაობა; |
დ)
კომპლექსური ურთიერთობების მართვა; |
ე)
პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი; |
ვ)
დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; |
ზ)
სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის წარმოება; |
თ)
რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება; |
ი)
კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა; |
კ)
დოკუმენტაციის ელექტრონული და ბეჭდური ფორმით წარმოება. |
მუხლი 4.
საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა |
საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ: |
ა)
იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის; |
ბ)
მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები