ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 04/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016240
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
32
29/09/2017
ვებგვერდი, 04/10/2017
010250050.35.106.016240
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/10/2017 - 26/12/2017)

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2017 წლის 29 სექტემბერი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „საგზაო მოძრაობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის №3767 წერილის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ავტო და სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით შემოღებულ იქნეს შემდეგი საგზაო ნიშნები:
ა) ქვემო ქვალონისა და   შუა ქვალონის   საავტომობილო გზაზე რკინიგზის გადასასვლელთან   საგზაო ნიშანი „უშლაგბაუმო გადასასვლელი“ (№1.2 2 ცალი);
ბ) ქვემო ქვალონისა და  შუა ქვალონის საავტომობილო  გზაზე რკინიგზის  გადასასვლელთან   საგზაო ნიშანი „რკინიგზის გადასასვლელთან   მიახლოების ნიშანი“ (№1.4.1. 2 ცალი);
გ) ახალსოფლის საავტომობილო გზაზე რკინიგზის გადასასვლელთან საგზაო ნიშანი „უშლაგბაუმო გადასასვლელი“ (№1.2. 2 ცალი);
დ) ნოჯიხევის საავტომობილო გზაზე რკინიგზის გადასასვლელთან საგზაო ნიშანი „უშლაგბაუმო გადასასვლელი“ (№1.2. 2 ცალი).
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა