ცვლილება ნომერი ორი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში

ცვლილება ნომერი ორი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში
დოკუმენტის ნომერი 35/91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 01/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2017
ძალაში შესვლის თარიღი 21/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016497
35/91
01/09/2017
ვებგვერდი, 05/10/2017
480610000.03.030.016497
ცვლილება ნომერი ორი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ცვლილება ნომერი ორი

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში

განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება №AAG-114-G-16-00002

2017 წლის 1-ლი სექტემბერი


ცვლილება ნომერი ორი „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის“ ამერიკის შეერთებულ შტატებსა, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით („USAID”), და საქართველოს, რომელიც მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით (შემდგომში „გრანტის მიმღები“), შორის 2015 წლის 22 დეკემბერს ხელმოწერილ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში (შემდგომში „შეთანხმება“).

ვინაიდან გრანტის მიმღებმა და USAID-მა („მხარეები“) 2015 წლის 22 დეკემბერს გააფორმეს შეთანხმება საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის განვითარების მიზნის ხელშეწყობისთვის, როგორც ეს აღწერილია წინამდებარე შეთანხმების დანართ 1-ში („განვრცობილი აღწერა”);

ვინდაიდან გრანტის მიმღებსა და USAID-ს სურთ შეთანხმებაში შეიტანონ ცვლილება იმისათვის, რომ (ა) USAID-ის  მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა გაიზარდოს $14,156,039-ით $57,298,636-დან $71,454,675-მდე; და (ბ) შესაბამისად განახლდეს ფინანსური გეგმა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შეთანხმების მხარეები თანხმდებიან, რომ შეთანხმება  უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:


1. შეთანხმების 3.1 (ბ) პუნქტის პირველ წინადადებაში “USAID-ის მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა”, “თანხა $57,298,636” წაიშლება და შეიცვლება თანხით “$71,454,675”. 

2. დანართი 1, ცხრილი ა სახელწოდებით ფინანსური გეგმა წაიშლება მთლიანად და შეიცვლება შემდეგით:

პროგრამის სფეროები:

USAID-ის თავდაპირველი

მონაწილეობა

USAID-ის

მთლიანი მონაწილეობა თარიღისთვის

USAID-ის მიმდინარე მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა

USAID-ის მთლიანი მიახლოებითი

მონაწილეობის ცვლილება

USAID-ის ახალი მთლიანი მიახლოებითი მონაწილეობა

კონფლიქტის აღმოფხვრა და შეთანხმება

$500,000

$2,500,000

$8,000,000

 

$300,000

$8,300,000

განათლება

$897,635

$1,897,635

$1,897,635

$0

$1,897,635

ინფრასტრუქტურა

$1,500,000

$4,000,000

$9,000,000

$2,375,000

$11,375,000

სოფლის მეურნეობა

$1,560,000

$3,260,000

$6,660,000

$0

$6,660,000

კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა

$5,970,000

$12,072,000

$24,055,001

 

 

$11,481,039

$35,536,040

გარემო

$2,682,000

$4,350,000

$7,686,000

$0

$7,686,000

ჯამური თანხა

$13,109,635

$28,079,635

$57,298,636

$14,156,039

$71,454,675

3. ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, ხელშეკრულების ყველა სხვა ტერმინი და პირობა უცვლელია და რჩება ძალაში.

რომლის დასტურადაც, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე ცვლილება ნომერ ორს თავიანთი სახელებით და ამ ცვლილების დასაწყისში მითითებულ დღეს, თვესა და წელს:

ამერიკის შეერთებული

-------------------------------------------              

დუგლას ბოლი

საქართველო

-------------------------------------------          

დიმიტრი ქუმსიშვილი

 

 

თანამდებობა: Mission Director

                           USAID/Georgia

თანამდებობა: საქართველოს ფინანსთა მინისტრი

თარიღი: 9/1/2017

თარიღი: 9/1/2017