ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22/28
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016346
22/28
29/09/2017
ვებგვერდი, 04/10/2017
010250050.35.111.016346
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №22/28

2017 წლის 29 სექტემბერი

ქ. ფოთი

 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია



დანართი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში  ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დოკუმენტის მიზანი
ამ დადგენილების მიზანია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების განსაზღვრა,  დაწესებულების მიერ ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე დადგენილების მიზნებისათვის (ტერმინები იგივე მნიშვნელობისაა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონშია განმარტებული) აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც დაწესებულებისათვის ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამა – სასწავლო პროცესის, გარემოს, ჩართული მხარეების და მათ შორის ურთიერთკავშირის ერთობლიობა;

გ) თემი – ერთ ტერიტორიაზე განსახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და ღირებულებითი იდენტიფიკაცია გააჩნიათ.


მუხლი 3. გავრცელების სფერო და რეგულირების საგანი
1. წინამდებარე დოკუმენტი ვრცელდება როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების პერსონალზე და ადგენს პერსონალის სამსახურებრივ ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს. 
2. დაწესებულებას უფლება აქვს, განავრცოს ან დააკონკრეტოს ამ დოკუმენტში მოცემული ცალკეული რეგულაცია, შექმნას ინდივიდუალური ეთიკის კოდექსი, რაც უნდა ითვალისწინებდეს და არ ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე დოკუმენტისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

თავი II
პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები

მუხლი 4. პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები
1. პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი.
2. პერსონალი კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, იცავს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და დაწესებულების შინაგანაწესს.
3. პერსონალი იცავს კონფიდენციალობას როგორც კოლეგებთან, ისე საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მიმართებაში.
4. პერსონალი თავისუფალია საკუთარი რელიგიური, მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური შეხედულებების არჩევაში. ამავე დროს პერსონალი არ განიხილავს და განსჯის ერთმანეთის ან სხვათა ოჯახურ, რელიგიურ, პოლიტიკურ და ა.შ. საკითხებს და არ ცდილობს ამ მიმართულებით გავლენა მოახდინოს სხვებზე.
5. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს სხვადასხვა ნიშნით განსხვავებულობას და საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ხელს უწყობს სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას.
6. პერსონალი ქმნის არაძალადობრივ გარემოს როგორც ბავშვისთვის, ასევე ოჯახისთვის და დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის, ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. პერსონალი არის პუნქტუალური,  დროულად ცხადდება სამუშაო ადგილზე, დათქმულ დროში ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
8. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების მატერიალურ რესურსს, დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში, ზრუნავს შეკეთებაზე, ან მიმართავს დაწესებულების შესაბამის პასუხისმგებელ სუბიექტს.
9. პერსონალი მატერიალური რესურსის გამოყენებისას იცავს უსაფრთხოების შესაბამის ნორმებს.
10. პერსონალი არ ცხადდება დაწესებულებაში, როდესაც არის ავად გადამდები ინფექციური დაავადებით, ან დაავადებით, რომელიც ხელს შეუშლის საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებაში, რის თაობაზეც დაწესებულებას აფრთხილებს წინასწარ, ხოლო გამოცხადების შემდეგ წარადგენს შესაბამის ცნობას.
11. პერსონალი, სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში, სარგებლობს დაწესებულების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, რა დროსაც იყენებს მხოლოდ საკუთარ მომხმარებლის სახელს და პაროლს.
12. პერსონალი უფრთხილდება დაწესებულების ელექტრონულ ინფორმაციას, არ იყენებს დაწესებულების კომპიუტერს პირადი მიზნებისთვის, არ ჩამოტვირთავს/უყურებს ძალადობისა და უხამსობის ამსახველ ვიდეო/ფოტომასალას.
13. პერსონალი არ იყენებს დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსს პირადი მიზნებისთვის. დაწესებულებისთვის გამოუსადეგარი მეორადი რესურსის (საკვების ნარჩენები, ცარიელი ყუთების, დაზიანებული ინვენტარის და ა.შ.) გამოყენების შემთხვევაში სიტყვიერი თანხმობა აქვს ადმინისტრაციული პერსონალისგან.
14. პერსონალი საქმიანობს სუფთა, კომფორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელში, რომელიც არ უშლის ხელს საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებაში.
15. პერსონალი სამუშაო საათებში თავს იკავებს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან (გარდა სამსახურებრივი საჭიროებისა და საგანგებო მდგომარეობისა), დაწესებულების ტელეფონს იყენებს მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის.
16. პერსონალი არ მოიხმარს ალკოჰოლს, თამბაქოსა და მავნე ნივთიერებებს დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე არ ცხადდება დაწესებულებაში ალკოჰოლური და მავნე ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.
17. პერსონალი უფრთხილდება საკუთარ და დაწესებულების საქმიან რეპუტაციას, არ იყენებს საკუთარ სამსახურებრივ სტატუსს პირადი მიზნებისთვის.
18. პერსონალი ყველა შესაძლო გზით ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.
19. პერსონალი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საჯარო აქტივობებში, რომლებიც არ ლახავს მისი და დაწესებულების საქმიან რეპუტაციას.
20. პერსონალი საჭიროების შემთხვევაში ადვოკატირებას უწევს ბავშვს, საკუთარ თავსა და დაწესებულებას საჭიროებების დაფიქსირების მიზნით.

თავი III
პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები

მუხლი 5. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები ბავშვებთან ურთიერთობის დროს
1. პერსონალი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. პერსონალი აღიარებს ბავშვს, როგორც საგანმანათლებლო პროცესის აქტიურ მონაწილეს და ითვალისწინებს ბავშვის პერსპექტივას.
2. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობასა და განსხვავებულობას.
3. პერსონალი ზრუნავს, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს მიკუთვნებულობის განცდა, ერთი მხრივ, იმ ჯგუფის მიმართ, რომელშიც დადის, მეორე მხრივ, დაწესებულების მიმართ.
4. პერსონალი ქმნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ, ინკლუზიურ გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს განვითარების შესაძლებლობა, განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური,  გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.
5. პერსონალი ზრუნავს თითოეული ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
6. პერსონალი ურთიერთობს ბავშვთან, როგორც თანასწორთან, განიხილავს მას, როგორც უფლებების მქონე სუბიექტს.
7. პერსონალს ესმის თამაშის მნიშვნელობა ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის.
8. პერსონალი ქმნის გარემოს, სადაც ყველა ბავშვს აქვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.
9. პერსონალი პირადი მაგალითით უზრუნველყოფს ბავშვების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.
10. პერსონალი ითვალისწინებს ბავშვისა და მისი ოჯახის მჭიდრო კავშირების მნიშვნელობას და იყენებს ამ კავშირებს ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის.
11. პერსონალი იცავს ბავშვის ინტერესებსა და უსაფრთხოებას ბავშვთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფოტო/ვიდეომასალის, ან ნამუშევრების გაზიარების შემთხვევაში (განსაკუთრებით როცა ეს ინტერნეტ-სივრცეს ეხება)და აქვს მშობლისა და ბავშვის თანხმობა.
12. იცავს ბავშვის ინტერესებს დაწესებულების ფარგლებში დაგეგმილ კვლევებში ბავშვის მონაწილეობისას.
13. პერსონალი ინარჩუნებს სიმშვიდეს კრიტიკულ სიტუაციებში.
14. პერსონალი იყენებს პოზიტიური დისციპლინის სტრატეგიებს, რომლის მიზანია ბავშვის განვითარება ორმხრივ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ფონზე. პოზიტიური დისციპლინა მიმართულია გამოსავალზე, პოზიტიური ქცევის შეთავაზება კი  სწავლაზე და არა – არასასურველი ან უარყოფითი ქცევის დასჯაზე.
15. პერსონალი თანაბარ ყურადღებას უთმობს თითოეულ ბავშვს განურჩევლად ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.
16. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და სხვა შეხედულებებს ბავშვს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვების მხრიდან.

მუხლი 6. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები ბავშვის ოჯახთან ურთიერთობის დროს
1. პერსონალი ამყარებს პოზიტიურ, ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას ბავშვის ოჯახთან, ხელს უწყობს მშობელთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში.
2. პერსონალი პატივს სცემს ბავშვის ოჯახის წევრებს, განურჩევლად მათი გენდერული, კულტურული, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით განსხვავებულობისა.
3. პერსონალი უზიარებს მშობლებს ინფორმაციას დაწესებულებაში განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ.
4. პერსონალი უზიარებს მშობლებს ინფორმაციას ბავშვის განვითარების შესახებ.
5. პერსონალი ზრუნავს მშობელთა ცნობიერების ამაღლებაზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საკითხებთან დაკავშირებით.
6. პერსონალი აღიარებს მშობლის უნიკალურ როლს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, პატივს სცემს მის უფლებას ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების დროს და მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
7. პერსონალი იცავს კონფიდენციალურობას ბავშვის ოჯახთან დაკავშრებით, არ განიხილავს ბავშვისა და მისი ოჯახის შესახებ ინფორმაციას კოლეგებთან ან სხვა მშობლებთან.
8. ბავშვის ოჯახის წევრებს შორის უთანხმოების შემთხვევაში თავს არიდებს რომელიმე მხარის მხარდაჭერას და თანაბრად ურთიერთობს თითოეულ ოჯახის წევრთან.
9. პერსონალი თავს არიდებს  ფამილარულ ან კონფლიქტურ  ურთიერთობას ბავშვის ოჯახის წევრებთან.
10. პერსონალი არ იღებს ბავშვის ოჯახისაგან/კანონიერი მეურვისგან ფასიანი საჩუქარს ან  ფულს.
11. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და სხვა შეხედულებებს ბავშვის ოჯახის წევრებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვათა მხრიდან.

მუხლი 7. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები კოლეგებთან ურთიერთობის დროს
1. პერსონალს აქვს პოზიტიური, პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული, თანამშრომლობითი ურთიერთობა კოლეგებთან.
2. პერსონალი მუშაობს გუნდურად, მხარს უჭერს კოლეგების პოზიტიურ ინიციატივებს, ქმნის ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
3. პერსონალი მხარს უჭერს კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში.
4. პერსონალი ამჟღავნებს პროფესიულ სოლიდარობასა და კოლეგიალობას.
5. პერსონალი მხარს უჭერს ერთმანეთს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ცოდნის, გამოცდილების, იდეებისა და საგანმანათლებლო  რესურსის გაზიარების გზით.
6. პერსონალი თავს არიდებს კონფლიქტებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს დაწესებულებაში წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტისთვის.
7. პერსონალი მხარს უჭერს კოლეგებს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაში და მისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართავს შესაბამის ზომებს არაეთიკური ქმედების აღმოსაფხვრელად.
8. პერსონალი აღიარებს და პატივს სცემს გუნდის ყველა წევრის ინდივიდუალობას და პროფესიული გამოცდილების მრავალფეროვნებას.
9. პერსონალი თავს არიდებს კოლეგების საქმიანობაში უხეშ ჩარევას, არ იძლევა იმპერატიულ მითითებებს ერთმანეთის მისამართით.
10. პერსონალი პატივს სცემს განსხვავებულ მოსაზრებას და კონსტრუქციული დიალოგის გზით ცდილობს კონსესუსის მიღწევას.
11. პერსონალი თავს არიდებს და აღკვეთს ისეთ  ქმედებას, რომელიც დაამცირებს, შეურაცხყოფს კოლეგას, ან ხელს შეუშლის მას საქმიანობის განხორციელებაში.
12. პერსონალი არ ახვევს საკუთარ რელიგიურ, პოლიტიკურ და სხვა შეხედულებებს კოლეგებს და არ უშვებს ამ ტიპის ქმედებას სხვათა მხრიდან.

მუხლი 8. პერსონალის ქცევისა და ეთიკის ნორმები თემთან ურთიერთობის დროს
1. პერსონალი არის გახსნილი საზოგადოების მიმართ და აწარმოებს გამჭვირვალე საქმიანობას.
2. პერსონალი წაახალისებს და ხელს უწყობს თემის სხვადასხვა წრის წარმომადგენელთა ჩართვას  დაწესებულების სამუშაო პროცესში  დაწესებულებისა და ბავშვების საკეთილდღეოდ.
3. პერსონალი ფლობს ინფორმაციას თემში არსებული სხვადასხვა სახის რესურსის შესახებ (სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები, სპეციალისტები და ა.შ.) და იყენებს დაწესებულების საკეთილდღეოდ.
4. პერსონალი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თემის წინაშე და უზრუნველყოფს ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდებას.
5. პერსონალი თანამშრომლობს სხვა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარების მიზნით.
6. პერსონალი თანამშრომლობს საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელ სხვადასხვა დაწესებულებასთან (სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები, სკოლა, უნივერსიტეტი და სხვ.) და ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე სტუდენტთა, მკვლევართა, დარგის სპეციალისტთა მოხალისეობრივ, კვლევით საქმიანობას დაწესებულების სივრცეში, თუკი ეს საქმიანობა არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და არ აფერხებს დაწესებულების საგანმანათლებლო პროცესს.
7. პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზრუნავს თემსა და გარემოზე (არ აყენებს მას ზიანს, არ აბინძურებს და ა.შ.).

 


თავი IV
პასუხისმგებლობა

მუხლი 9. პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტში აღწერილი ნორმების დარღვევისათვის
პერსონალის მიერ წინამდებარე დოკუმენტის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალთან გაფორმებული შრომის ხელშეკრულების შესაბამისად.