დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.32.061.016220 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №15
2017 წლის 22 სექტემბერი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის მე-4, მე-7 პუნქტებისა და „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-5 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 13 მარტის №7 დადგენილება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 24 იანვრის №5 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 13 მარტის №8 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 15 აგვისტოს №36 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის და მასში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის № 322/ძ ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის №59 ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კონკურსის/ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“.
7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 11 მარტის №01/13 ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
8. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 24 აპრილის №01/21 ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება-ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
9. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 2013 წლის 21 ოქტომბრის №01/11 ბრძანება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ”.
10. რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №12/02-03 ბრძანება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები