„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 351
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017025
351
29/09/2017
ვებგვერდი, 02/10/2017
200090000.22.033.017025
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №351

2017 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის:

1. 81-ე მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-4 მე-11 პუნქტები:

4. საგადასახადო  ორგანოები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ  ოქმებს   ადგენენ  საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსის 444, 912, 99-ე, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1291, 153-ე, 1531, 1537, 1541, 1542, 1551-1556, 157-ე, 1571-1573, 158-ე, 1581, 1594, 163-ე, 164-ე, 1644, 165-ე-1653, 16510, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.

5. საგადასახადო ორგანო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271  მუხლის მე-2 ნაწილით, 1291, 1537, 157-ე, 165-ე, 16510, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით.

6. იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც აღნიშნულია ამ მუხლის მე-4 პუნქტში, გარდა ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მუხლებისა, განიხილავს რაიონის (ქალაქის) სასამართლო.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, აღნიშნულის დასადასტურებლად ოქმის შესაბამის გრაფაში აკეთებს აღნიშვნას და დამატებით ხელმოწერას, რის საფუძველზეც ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი. ოქმში, ასევე მიეთითება შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმის თანხა). სამართალდამრღვევს ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1537 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაშიც, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ ეგზავნება მის განხილვაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9. ჯარიმის თანხა ექვემდებარება გადახდას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

10.  ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, აგრეთვე ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ უფლებამოსილი თანამდებობის პირის დადგენილება იძულებით აღსრულდება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის სახელით, შესაბამისი საგადასახადო ორგანოს უფროსის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი (დანართი №311), რომელიც წერილობითი ან ელექტრონული ფორმით აღსასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება აღსრულების ეროვნულ ბიუროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან/ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებასთან ერთად.“.

 2.   82-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ოქმს ხელს აწერენ: ოქმის შემდგენელი პირი (გარდა ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმისა), სამართალდამრღვევი, აგრეთვე დამსწრე, მისი არსებობის შემთხვევაში. ელექტრონული ფორმით შედგენილ ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა შესაძლებელია განხორციელდეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით, რომელიც არის მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე. ელექტრონული ფორმით ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად, რომელიც ამოიბეჭდება და თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს, გარდა ამ წესის 81-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან  სასამართლოს ამავე წესის 81-ე მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით. ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმი ელექტრონულად ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს. დასაშვებია ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმის ამობეჭდვა და გაგზავნა სამართალდამრღვევი პირისათვის. ამასთან, დასაშვებია ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმის ამობეჭდვა და ჩაბარება სამართალდამრღვევი პირისათვის, თუ იგი ესწრება მის შედგენას.

5. თუ სამართალდამრღვევი ესწრება ოქმის შედგენას და უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე,  ოქმის შენიშვნის გრაფაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1537 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას და სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან/და ჩაბარებაზე და აღნიშნული  დაფიქსირებულია ტექნიკური საშუალებით (ფოტო ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით), ოქმი ჩაბარებულად ითვლება.“;

გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ)მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ერთი – თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს,  გარდა ამ წესის 81-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან სასამართლოს ამავე მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით;

ბ) მეორე –  ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელის მოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას – ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (თუ სამართალდამრღვევი გადასახადის გადამხდელია) და ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. თუ ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, ოქმი განმეორებით იგზავნება მისი შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე. გზავნილის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში ოქმი საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს;“;

 ე) მე-10 და მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3.  83-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

4.  დანართი №31-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის  დანართი №311.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი