„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ცვლილებების (სპეციალური ოპერაციები)“ წერილ-შეთანხმება

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ცვლილებების (სპეციალური ოპერაციები)“ წერილ-შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 1042
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/05/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016495
1042
30/05/2017
ვებგვერდი, 03/10/2017
480610000.03.030.016495
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ცვლილებების (სპეციალური ოპერაციები)“ წერილ-შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ცვლილებების (სპეციალური ოპერაციები)“ წერილ-შეთანხმება

2016 წლის 6 მარტი

 

ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს მხარის მმართველი

აზიის განვითარების ბანკში

და ფინანსთა მინისტრი

ვ.გორგასლის ქუჩა №16,

თბილისი, 0114,

საქართველო

 

ძვირფასო მმართველო:

საკითხი: სასესხო შეთანხმებების ცვლილებები (სპეციალური ოპერაციები)

1.  2015 წლის 29 აპრილს, აზიის განვითარების ბანკის („ADB“) მმართველთა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა: (a) ADB-ის აზიის განვითარების ფონდის („ADF“) სასესხო ოპერაციების დასრულება; (b) ADF-ის ოპერაციების გაგრძელება, როგორც მხოლოდ საგრანტოსი; და (c) ADF-ის სესხებისა და მათთან დაკავშირებული აქტივების ADB-ის ჩვეულებრივ ოპერაციებში („OCR“)  გადატანა, რომელიც ეფექტურია 2017 წლის 1 იანვრიდან. ეფექტურობის თარიღიდან ADB-ის ADF სასესხო ოპერაციები შეწყვეტილია და 2016 წლის 31 დეკემბრის თარიღისთვის ყველა ADF სესხი (გადასახდელი და ჩამოურიცხავი ნაშთები) აღნიშნულია, როგორც შეღავათიანი OCR სესხი, მაგრამ ცვლილებების გარეშე სასესხო ვადებსა და პირობებში, ან ამ სესხების ფარგლებში დაფინანსებულ პროექტში.

2. ADF სესხების, როგორც შეღავათიანი OCR სესხების დანიშნულების განხორციელებისათვის, ,აუცილებელია იმ სასესხო შეთანხმებებში (სპეციალური ოპერაციები) ცვლილებების შეტანა („სასესხო შეთანხმებები“), რომლითაც  ADF-ის სესხები იქნა გამოყოფილი. ეს წერილ-შეთანხმება მოიცავს ADB-ის მიერ  საქართველოსთვის („მსესეხებელი“) გამოყოფილ  იმ ADF- სესხებს („სესხები“), რომლის სასესხო შეთანხმებებიც მოიცავს მითითებას 2006 წლის 1 იანვრით დათარიღებულ ADB-ის სპეციალური ოპერაციების სასესხო რეგულაციებზე, („2006 წლის სასესხო რეგულაციები“). სესხები მოცემულია ქვემოთ:

(ა) სესხი №2441-GEO(SF): მუნიციპალური მომსახურების განვითარების პროექტი;

(ბ) სესხი №2469-GEO(SF): გადაუდებელი დახმარება პოსტკონფლიქტური აღდგენისათვის;

(გ) სესხი №2531/2532-GEO(SF): ზრდის აღდგენის მხარდამჭერი პროგრამა;

(დ)  სესხი №2534-GEO(SF): მუნიციპალური მომსახურების განვითარების პროექტი ფაზა II;

(ე) სესხი №2560-GEO(SF): საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა პროექტი 1;

(ვ)  სესხი №2655-GEO(SF): მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა პროექტი 1;

(ზ) სესხი №2749-GEO(SF): ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა პროექტი 1;

(თ) სესხი №2807-GEO(SF): ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა პროექტი 2;

(ი)  სესხი №2880-GEO(SF): მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა პროექტი 2;

(კ) სესხი 2974-GEO(SF): რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი;

(ლ)  სესხი №3078-GEO(SF): ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა პროექტი 3;

(მ) სესხი №3191-GEO(SF): შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისთვის ქვეპროგრამა 1;

(ნ) სესხი №3283-GEO(SF): შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისთვის ქვეპროგრამა 2;

(ო)  სესხი №3292-GEO(SF): ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა პროექტი 5;

(პ) სესხი №3418-GEO(SF): შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისთვის ქვეპროგრამა 3; და

(ჟ) ყველა სხვა სესხი დამტკიცდა ADB-ის დირექტორთა საბჭოს მიერ 2016 წლის 31 დეკემბრამდე.

3.  იმისათვის, რომ სესხები, რომელიც აღნიშნულია ამ წერილი შეთანხმების მე-2 პუნქტში, განისაზღვროს OCR-ის შეღავათიან სესხად, თითოეულ სესხთან დაკავშირებული სასესხო შეთანხმებები და მათში მოხსენიებული 2006 წლის სასესხო რეგულაციები შეიცვლება თანდართული დანართი 1-ის პირობების შესაბამისად.

4.  ამ წერილ-შეთანხმების მე-3 პუნქტისა და დანართი 1-ში აღნიშნულის გარდა, სასესხო შეთანხმებების პირობები რჩება უცვლელი.

5.  ინფორმაციის გასაჯაროებასა და გაცვლასთან დაკავშირებით ADB-ის საჯარო კომუნიკაციების პოლიტიკის შესაბამისად, ცვლილებები, რომელიც განხორციელდა  სასესხო შეთანხმებებში 2015 წლის 1 სექტემბერამდე, ან განხორციელდება ამ თარიღის შემდგომ, გამოქვეყნდება ADB-ის ვებგვერდზე 2 კვირის განმავლობაში ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღიდან.

6.  გთხოვთ მოაწეროთ ხელი ამ წერილ-შეთანხმების ორ ორიგინალს ქვემოთ მითითებულ სივრცეში. გთხოვთ შეინახოთ ერთი ხელმოწერილი ორიგინალი თქვენი ჩანაწერებისთვის და მეორე დაუბრუნოთ ADB-ის. ცვლილებები გახდება ეფექტური 2017 წლის 1 იანვრიდან. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ბატონ Jesper K. Petersen-ს ტელეფონით +632 632-1738 ან ელ-ფოსტით jpetersen@adb.org.

პატივისცემით,

________________________

Sean M. O’Sullivan

გენერალური დირექტორი

ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტი

 

მისაღებია და ვეთანხმებით.

საქართველოს სახელით

სახელი:                                დიმიტრი ქუმსიშვილი

თანამდებობა: საქართველოს მხარის მმართველი აზიის განვითარების ბანკში და ფინანსთა მინისტრი

 

თარიღი:                               30 მაისი, 2017

 

cc:           Yesim M. EIhan-Kayalar, Country Director, GRM

ნიკოლოზ გაგუა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16, თბილისი, 0114, საქართველო

ტელ: +995 32 2261 420

ელ-ფოსტა: N.Gagua@mof.ge

 

დანართი 1

სასესხო შეთანხმებები, რომელიც მოიცავს მითითებას 2006 წლის სასესხო რეგულაციებზე

მსესხებელსა და ADB-ს შორის გაფორმებული თითოეული სასესხო შეთანხმება, რომელიც მოიცავს მითითებას 2006 წლის სასესხო რეგულაციებზე, შეიცვალოს შემდეგნაირად:

1.   სასესხო შეთანხმება (სპეციალური ოპერაციები)

(ა)   თავფურცელი (სესხის ნომერი): ტერმინი „(SF)“ ამოღებულ იქნეს და შეიცვალოს „(COL)“-ით;

(ბ) თავფურცელი: ტერმინი „სასესხო შეთანხმება (სპეციალური ოპერაციები)“ ამოღებულ იქნეს და შეიცვალოს „სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები (შეღავათიანი))“;

(გ) სახელწოდება: ტერმინი „სასესხო შეთანხმება (სპეციალური ოპერაციები)“ ამოღებულ იქნეს და შეიცვალოს ტერმინით „სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები (შეღავათიანი))“;

(დ) აღწერა: ტერმინი „სპეციალური ფონდების რესურსები“ და „სპეციალური ოპერაციების სასესხო რეგულაციები“, როგორც არის მოხსენიებული, ამოღებულ იქნეს და შეიცვალოს „ჩვეულებრივი  ოპერაციებით “და „ჩვეულებრივი ოპერაციების (შეღავათიანი) სასესხო რეგულაციებით “, შესაბამისად;

(ე) პუნქტი 1.01: ტერმინი „ADB-ს 2006 წლის 1 იანვრით დათარიღებული სპეციალური ოპერაციები სასესხო რეგულაციები“ “ ამოღებულ იქნეს და შეიცვალოს „ADB-ს 2006 წლის 1 იანვრით დათარიღებული სპეციალური ოპერაციების სასესხო რეგულაციები (2017 წლის 1 იანვარს გადარქმეული „ADB-ს 2006 წლის 1 იანვრით დათარიღებული ჩვეულებრივი ოპერაციების (შეღავათიანი) სასესხო რეგულაციებით"; და

(ვ)  პუნქტი 2.01: ტერმინი „სპეციალური ფონდების რესურსები“ ამოღებულ იქნეს და შეიცვალოს ტერმინით „ჩვეულებრივი ოპერაციები“.

2.   სპეციალური ოპერაციების სასესხო რეგულაციები (2006)

(ა)  თავფურცელი: ტერმინი "სპეციალური ოპერაციების სასესხო რეგულაციები“  ამოღებულ იქნეს და შეიცვალოს  ტერმინით „ჩვეულებრივი ოპერაციების (შეღავათიანი) სასესხო რეგულაციები“;

(ბ) თავფურცელი: ტერმინი "ADB- ის მიერ გამოყოფილი სესხები მისი სპეციალური ფონდების რესურსებიდან“ ამოღებულ იქნას და შეიცვალოს "ADB-ის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი სესხები მისი ჩვეულებრივი ოპერაციებიდან“-ით;

(გ)  სახელწოდება (სარჩევი და მუხლი I): ტერმინი "სპეციალური ოპერაციების სასესხო რეგულაციები" ამოღებულ იქნეს და შეიცვალოს ტერმინით" ჩვეულებრივი ოპერაციების (შეღავათიანი) სასესხო რეგულაციებით";

(დ)  პუნქტი 1.01 (მიზანი): ტერმინები "სესხები" და "სპეციალური ფონდების რესურსები" ამოღებულ იქნეს და შეიცვალოს ტერმინებით "შეღავათიანი სესხები" და "ჩვეულებრივი ოპერაციები", შესაბამისად;

(ე)  პუნქტი 1.02 (რეგულაციის გამოყენება): ტერმინები "სესხი" და "სპეციალური ფონდების რესურსები" ამოღებულ იქნეს და შეიცვალოს ტერმინებით "შეღავათიანი სესხი" და "ჩვეულებრივი ოპერაციები", შესაბამისად;

(ვ)  პუნქტი 2.01.(28) : ამოღებულ იქნას და შეიცვალოს შემდეგი რედაქციით:

"ჩვეულებრივ ოპერაციებს" აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც აზიის განვითარების ბანკის დამფუძნებელი შეთანხმების მე-7 მუხლში განსაზღვრულ ADB-ის „ჩვეულებრივი ოპერაციებს“ ;და

(ზ)          პუნქტი 3.05.(a) : ამოღებულ იქნეს და შეიცვალოს შემდეგი რედაქციით:

„დირექტორთა საბჭოს მიერ განხილვის შემდეგ, თუ ADB განსაზღვრავს, რომ: (i) ხუთი  წლის განმავლობაში მსესხებლის მთლიანმა ეროვნულმა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე (მეპ ერთ სულ მოსახლეზე) გადააჭარბა ADB-ის მეპ-ს ერთ სულ მოსახლეზე ოპერატიული ათვლის ADB-ის ჩვეულებრივი ოპერაციების შეღავათიან სესხებთან მიმართებაში; და (ii) მსესხებელმა მიაღწია რეგულარული სესხების მოცულობას ADB-ის ჩვეულებრივი ოპერაციებიდან,  შესაძლებელია ADB-მ მსესხებლისთვის შეტყობინებით, შეცვალოს სესხის დაბრუნების პირობები სესხის დასაფარი ვადადამდგარი თანხის ოდენობის 100 პროცენტამდე გაზრდით, სანამ სესხის ძირითადი თანხა მთლიანად იქნება დაფარული. თუმცა, მსესხებლის თხოვნით, ADB-მ  ნაცვლად იმისა, რომ გაზარდოს დასაფარად ვადადამდგარი სესხის ნებისმიერი ოდენობა, შესაძლებელია დროდადრო დააკისროს პროცენტი წლიური განაკვეთით სესხის ძირითად თანხას, ამ თანხის გამოთხოვილ და  გადაუხდელ ნაწილზე,  როგორც შეთანხმდებიან მსესხებელი და ADB, და იმ პირობით, რომ  დარჩეს იმავე გრანტის ელემენტი, რომელიც იქნება მიღებული ზემოთ აღნიშნული დასაფარად ვადადამდგარი სესხის თანხების ზრდის ფარგლებში“.