დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.112.016309 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/10/2017 - 17/11/2017)
|
ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისას დოკუმენტების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მითითების ტიპური ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს შემოწმების აქტის ტიპური ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
მითითება №
|
__________________ ქ. ლანჩხუთი
(შედგენის თარიღი) |
ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ დამრღვევის მიმართ საქმის წარმოებას იწყებს მითითების გაცემით;
მითითება – ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მოთხოვნა დამრღვევის მიმართ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, ნებაყოფლობით შეასრულოს მითითებაში მითითებული პირობები, დარღვევის გამოსასწორებლად; დამრღვევი, მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით ჯარიმდება ____________ სამართალდარღვევისათვის, რომლის გამოსასწორებლადაც გაიცა მითითება.
დამრღვევის დასახელება და მისამართი _______________________________________________ _______________________________________________________________________________ (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი)
დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები: _______________________________________________________________________________ პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ______________________________________________________და საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევებზე განისაზღვრება ___________________________ ლარით.
დარღვევის გამოსწორების ვადა _________________________________ დღე. დამრღვევის ახსნა-განმარტება ________________________________________________ (სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს აქტისთვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები შემოწმების აქტის შინაარსთან დაკავშირებით) დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება სრულდება არადროულად; შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი გამოსცემს სამართლებრივ აქტს დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევა გამოსწორებულია, უფლებამოსილი პირი გამოსცემს სამართლებრივ აქტს, სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ . ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა მითითება, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით:
მითითების გამცემი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა) მითითება ჩაიბარა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან სამართლებრივი აქტის გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში ან გადაწყვეტილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.მითითება გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს, თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი) |
დანართი №2
|
შემოწმების აქტი №
|
__________________ ქ. ლანჩხუთი
(შედგენის თარიღი)
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებაში. მითითება გაცემული იყო _____________________________ მუხლის __________________ ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის გამოსასწორებლად. შემოწმების აქტი დგება __________________________________________________________________ გაცემული №______________________ მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად. დამრღვევის დასახელება და მისამართი: _________________________________________________ შემოწმებით დადგინდა:_________________________________________________________________ რითაც დგინდება, რომ: ა) მითითება შესრულდა □ ბ) მითითება არ შესრულდა □ გ) მითითება სრულდება არადროულად □
შემოწმების აქტის საფუძველზე, თუკი აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; თუ დარღვევა გამოსწორებულია, ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი გამოსცემს სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
შემოწმების აქტის შემდგენი: _____________________________________________________ (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა) შემოწმების აქტი ჩაიბარა: _________________________________________________________ (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან გადაწყვეტილების გაცნობა (ჩაბარება), პირდაპირი ჩაბარებით გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. შემოწმების აქტი გაეცნო (ჩაჰბარდა) დამრღვევს, თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით. (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი) განთავსების თარიღი ________________________________________________________________________
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები