საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 443
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320050.10.003.020153
443
27/09/2017
ვებგვერდი, 29/09/2017
010320050.10.003.020153
საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №443

2017 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

ფუნდამენტური ანტიკორუფციული რეფორმების შედეგად, დღეს საქართველო, ევროპის ქვეყნებს შორის, კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ხოლო ანტიკორუფციული პოლიტიკის თვალსაჩინო წარმატება არაერთი საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული.

საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება იყოს ერთჯერადი რეფორმა ან დროში შეზღუდული პროცესი და საჭიროებს მუდმივ და განგრძობად ძალისხმევას კეთილსინდისიერი და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისთვის. 

მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ, კიდევ უფრო თანამედროვე ეტაპზე გადავიდა.     ისევე, როგორც ევროპის სხვა დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, საქართველოსთვისაც მთავარი ორიენტირია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი დონის მიღწევა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა ჩართულობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა, კორუფციის პრევენციის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა და სახელმწიფო მმართველობაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით გამოყენება.

2017 წლის 24 აპრილს საქართველოს ანტიკორუფციულმა საბჭომ დაასრულა გასული წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის პროცესი და იდენტიფიცირებული გამოწვევებისა და ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს, საერთაშორისო (OECD-ACN, GRECO) და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ყოველივე ამის გათვალისწინებით:   


მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა  და  საქმიანობის  წესის  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და  ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი