დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის აზიის განვითარების ფონდიდან (ADF) მიღებული სესხების ძირითადი თანხის დაფარვის დაჩქარების შესახებ“ წერილ-შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1041 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016494 |
|
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის აზიის განვითარების ფონდიდან (ADF) მიღებული სესხების ძირითადი თანხის დაფარვის დაჩქარების შესახებ“ წერილ-შეთანხმება
|
2017 წლის 17 აპრილი
ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი მინისტრი საქართველოს ფინანასთა სამინისტრო ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16. 0105, თბილისი, საქართველო
ბატონო დიმიტრი,
Re: აზიის განვითარების ფონდიდან (ADF) მიღებული სესხების ძირითადი თანხის დაფარვის დაჩქარება 1. აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ აზიის განვითარების ფონდიდან (ADF) საქართველოსთვის (მსესხებელი) გამოყოფილ სესხებზე მითითება გულისხმობს ამ წერილის დანართ 1-ში ჩამოთვლილს, („ADF სესხები“). 2. 2016 წლის 7 მარტის წერილით („ADB-ის შეტყობინების წერილი”), ADB ატყობინებს მსესხებელს, რომ ვინაიდან მსესხებლისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი ADF 2017 წლის 1 იანვრიდან, ADB გაზრდის ყველა სესხზე ვადადამდგარი ძირითადი თანხის მომსახურების ოდენობას 100 პროცენტამდე აღნიშნული ხელმისაწვდომობის დასრულების თარიღიდან მანამ, სანამ მსესხებელი და ADB არ შეთანხმდებიან შესწორებულ საპროცენტო განაკვეთზე თითოეულ ADF სესხთან მიმართებაში იმ პირობით, რომ დარჩეს იმავე გრანტის ელემენტი, რომელიც იქნება ზემოთ აღნიშნული ვადადამდგარი ძირითადი თანხების ზრდის ფარგლებში. აღნიშნული ეფუძნება ADF-ის სასესხო შეთანხმებებში გათვალისწინებულ 2006 წლის 1 იანვრის ADB-ის სპეციალურ ოპერაციების სასესხო რეგულაციების 3.05 პუნქტს. ეს წერილი თანდართულია დანართი 2-ის სახით. 3. 2016 წლის 16 აგვისტოს წერილით („მსესხებლის შერჩევის წერილი“), მსესხებელმა აცნობა ADB-ს, რომ შერჩეულ იქნა ვადადამდგარი ძირითადი თანხის გაზრდის პრინციპი ADF-ის თითოეულ სესხზე. ეს წერილი თანდართულია დანართი 3-ის სახით. 4. 2016 წლის 23 ნოემბრის წერილით (ADB-ის შეტყობინების წერილთან ერთად „ADB-ის შეტყობინების წერილები“), ADB-მ აცნობა მსესხებელს, რომ ვადადამდგარი ძირითადი თანხის დაფარვის ცვლილება ასევე გავრცელდება ახალ სესხზე №. 3418-GEO(SF) შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისთვის – ქვეპროგრამა 3. თანდართულია დანართი 4-ის სახით. 5. ზემოაღნიშნული კორესპონდენციიდან გამომდინარე, ADB-ის შეტყობინების წერილზე თანდართულმა ADF სესხების განახლებულმა ამორტიზაციის გრაფიკმა ჩაანაცვლა ორიგინალი ამორტიზაციის გრაფიკები 2017 წლის 1 იანვრიდან. ამორტიზაციის განახლებული გრაფიკები გამოქვეყნებულია ADB-ის ვებგვერდზე ინფორმაციის გასაჯაროებასა და გაცვლასთან დაკავშირებით ADB-ის საჯარო კომუნიკაციების პოლიტიკის შესაბამისად. 6. მოთხოვნის შესაბამისად, ADB-მ მოამზადა ეს წერილი, რათა მსესხებლმა განახორციელოს თავის შიდა პროცედურები ADF სესხების ვადადამდგარი ძირითადი თანხის დაფარვის პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით, როგორც ეს მოცემულია ADB-ის შეტყობინების წერილებში. ეს წერილი არ ზღუდავს ან აუქმებს ADB-ს უფლებას, ADF-ის სესხებთან მიმართებაში შეცვალოს დაფარვის პირობები მსესხებლისთვის შეტყობინებით, მსგავსად ADB-ის შეტყობინების წერილებისა. გთხოვთ მოაწეროთ ხელი ამ წერილ-შეთანხმების ორ ორიგინალს ქვემოთ. გთხოვთ შეინახოთ ერთი ხელმოწერილი ორიგინალი თქვენი ჩანაწერებისთვის და მეორე დაუბრუნოთ ADB-ს.
პატივისცემით, Sean M. O’Sullivan ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი
საქართველოს სახელით სახელი: დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი თარიღი: 2 ივნისი, 2017
cc: ბატონი ნიკოლოზ გაგუა მინისტრის მოადგილე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16, 0105, თბილისი, საქართველო
დანართი 1
ADF-ის სესხები საქართველოსთვის
დანართი 2
ADB-ის 2016 წლის 7 მარტის წერილი
7 მარტი, 2016 პატივცემული ნოდარ ხადური საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გორგასლის ქ. 16, 0105, თბილისი, საქართველო
პატივცემული ნოდარ ხადური, Re: აზიის განვითარების ფონდიდან (ADF) მიღებული სესხების ძირითადი თანხის დაფარვის დაჩქარება 1. 2016 წლის 2 თებერვალს ADB-ს დირექტორთა საბჭომ მიანიჭა უფლებამოსილება, ADB-ს მოეხდინა ADF სესხების ძირითადი თანხის დაფარვის დაჩქარება საქართველოსათვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომელთათვისაც დასრულდა ან დასრულდება ADF 2017 წლის 1 იანვარიდან. 2. ADB-ს მიერ საქართველოსთვის (მსესხებელი) ADF-დან გამოყოფილ მესამე პუნქტში ჩამოთვლილ სესხებთან დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმებების დებულების შესაბამისად, ADB უფლებამოსილია, მოახდინოს აღნიშნული სესხების დაფარვის პირობების ცვლილება, მაშინ როცა (i) მსესხებლის შიდა ეროვნულმა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე (GNP ერთ სულ მოსახლეზე)[1] მიყოლებით ხუთი წლის განმავლობაში გადააჭარბა ADB-ს GNP-ის (ერთ სულ მოსახლეზე) საოპერაციო წყვეტას ADB-ს სპეციალური ფონდების რესურსებთან მიმართებაში და (ii) მსესხებელს აქვს შესაძლებლობა, ისესხოს ADB-ს ჩვეულებრივი ოპერაციების რესურსებიდან. ასეთ სიტუაციაში ADB-ს შეუძლია სესხის მომსახურების გადახდის თითოეულ თარიღში 100%-ით გაზარდოს ვადადამდგარი ძირითადი თანხა, სანამ არ მოხდება აღნიშნული სესხების ძირითადი თანხების სრულად დაფარვა. 3. დებულება შეტანილია შემდგომი სესხებისთვის სასესხო შეთანხმებებში (სპეციალური ოპერაციების სასესხო რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელებულია ADB-ს მიერ სპეციალური ფონდების რესურსებიდან და თარიღდება 2006 წლის 1 იანვრით):
4. ADB-მ დაადგინა, რომ მეორე პუნქტში აღნიშნული პირობები დაკმაყოფილებულ იქნა და აქვე ვატყობინებთ მსესხებელს, რომ მესამე პუნქტში ჩამოთვლილი თითოეულ სესხის მომსახურების გადახდის თარიღისათვის ძირითადი თანხა 100 პროცენტით გაიზრდება 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ, მანამ სანამ არ მოხდება თითოეული სესხის ძირითადი თანხის სრულად დაფარვა. 5. დანართის სახით გიგზავნით მესამე პუნქტში მოცემული სესხების განახლებული გადახდის გრაფიკებს[2], რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ჩაანაცვლებს ძირითადი ვადადამდგარი თანხების სესხების მომსახურების გადახდის არსებულ გრაფიკებს. 6. სესხის მომსახურების ყოველი გადახდისას ძირითადი ვადადამდგარი თანხის გაზრდის სანაცვლოდ, ADB-ს შეუძლია მსესხებლის თხოვნის საფუძველზე დააკისროს წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც შეთანხმებულ იქნება ADB-სა და მსესხებელს შორის, ძირითადი თანხის გატანისას და რომელიც დროდადრო იქნება გადახდილი, იმგვარად და იმდენად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს იმავე გრანტის ელემენტი, რომელიც იქნება ვადადამდგარი ძირითადი თანხების ზრდის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ 2016 წლის 30 ივნისამდე, ADB მსესხებლისაგან არ მიიღებს აღნიშნულ მოთხოვნას და არ განაცხადებს თანხმობას გადასინჯულ საპროცენტო განაკვეთზე, თითოეულ სესხზე, მაშინ 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება გაზრდილი ძირითადი გადასახადი, როგორც ეს მითითებულია მეოთხე პარაგრაფში. 7. სესხის დაფარვის პირობებში შეტანილი ცვლილებები ასევე შეეხება ADF-ს მიერ საქართველოსადმი გაცემულ ახალ სესხებს, რომელიც შესაძლოა ADB-ს მიერ იქნეს დამტკიცებული 2017 წლის 1 იანვრამდე. სასესხო მოლაპარაკებებისას საქართველო შეძლებს თავისთვის სასურველი ვარიანტის შერჩევას ADF-ის ახალი სესხების პირობებიდან და აღნიშნული ვარიანტი დაფიქსირებულ იქნება სასესხო მოლაპარაკებების ოქმში. 8. გთხოვთ მეექვსე პუნქტში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით მსესხებლის გადაწყვეტილება აცნობოთ ADB-ს 2016 წლის 30 ივნისამდე. წინამდებარე წერილთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე დაუკავშირდით ქალბატონ იმ-ემ უნკავანიჩს, ძირითად სახაზინო სპეციალისტს, აზიის განვითარების ბანკის სახაზინო დეპარტამენტი (ტელეფონი: +6326324704 ან +632 5160; ელ-ფოსტა: iunkavanich@adb.org).
ღრმა პატივისცემით, შონ მ. ოსალივანი ცენტრალური და დასავლეთ ევროპის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი
CC: ბნ. დავით ლეჟავას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გორგასლის ქ. 16, 0105 თბილისი, საქართველო
შეცვლილი გადახდის გრაფიკი სესხის ნომერი 2441-GEO (SF): მუნიციპალური მომსახურების განვითარების პროექტი გადახდის ვადა სესხის ძირითადი თანხის გადახდა (გამოსახულია SDR-ში)
შეცვლილი გადახდის გრაფიკი სესხის ნომერი 2469-GEO (SF): გადაუდებელი დახმარება პოსტკონფლიქტური აღდგენისათვის გადახდის ვადა სესხის ძირითადი თანხის გადახდა (გამოსახულია SDR-ში)
შეცვლილი გადახდის გრაფიკი სესხის ნომერი 2531-GEO (SF): ზრდის აღდგენის მხარდამჭერი პროგრამა გადახდის ვადა სესხის ძირითადი თანხის გადახდა (გამოსახულია SDR-ში)
შეცვლილი გადახდის გრაფიკი სესხის ნომერი 2532-GEO (SF): ზრდის აღდგენის მხარდამჭერი პროგრამა გადახდის ვადა სესხის ძირითადი თანხის გადახდა (გამოსახულია SDR-ში)
შეცვლილი გადახდის გრაფიკი სესხის ნომერი 2534-GEO(SF): მუნიციპალური მომსახურების განვითარების პროექტი – ფაზა 2 გადახდის ვადა სესხის ძირითადი თანხის გადახდა (გამოსახულია SDR-ში)
შეცვლილი გადახდის გრაფიკი სესხის ნომერი 2560-GEO(SF): MFF – საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 1 გადახდის ვადა სესხის ძირითადი თანხის გადახდა (გამოსახულია SDR-ში)
შეცვლილი გადახდის გრაფიკი სესხის ნომერი 2655-GEO(SF): MFF – მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – ტრანში 1 გადახდის ვადა სესხის ძირითადი თანხის გადახდა (გამოსახულია SDR-ში)
შეცვლილი გადახდის გრაფიკი სესხის ნომერი 2749-GEO(SF): MFF – ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – ტრანში 1 გადახდის ვადა სესხის ძირითადი თანხის გადახდა (გამოსახულია SDR-ში)
შეცვლილი გადახდის გრაფიკი სესხის ნომერი 2807-GEO (SF): ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – ტრანში 2 გადახდის ვადა სესხის ძირითადი თანხის გადახდა (გამოსახულია SDR-ში)
შეცვლილი გადახდის გრაფიკი სესხის ნომერი 2880-GEO (SF): მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა – ტრანში 2 (SF) გადახდის ვადა სესხის ძირითადი თანხის გადახდა (გამოსახულია SDR-ში)
შეცვლილი გადახდის გრაფიკი სესხის ნომერი 2974-GEO (SF): რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი
გადახდის ვადა სესხის ძირითადი თანხის გადახდა (გამოსახულია SDR-ში)
შეცვლილი გადახდის გრაფიკი სესხის ნომერი 3078-GEO (SF): MFF – ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – ტრანში 3
გადახდის ვადა სესხის ძირითადი თანხის გადახდა (გამოსახულია SDR-ში)
შეცვლილი გადახდის გრაფიკი სესხის ნომერი 3191-GEO (SF): შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროექტი
გადახდის ვადა სესხის ძირითადი თანხის გადახდა (გამოსახულია SDR-ში)
შეცვლილი გადახდის გრაფიკი სესხის ნომერი 3283-GEO (SF): შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროექტი გადახდის ვადა სესხის ძირითადი თანხის გადახდა (გამოსახულია SDR-ში)
შეცვლილი გადახდის გრაფიკი სესხის ნომერი 3292-GEO (SF): MFF – ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – ტრანში 5 გადახდის ვადა სესხის ძირითადი თანხის გადახდა (გამოსახულია SDR-ში)
დანართი 3
მსესხებლის 2016 წლის 16 აგვისტოს წერილი
№ 07-01/75584 16/08/2016 ბ-ნ შონ მ. ოსალივანს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს
ძვირფასო ბ-ნო შონ მ. ოსალივან, თქვენი 2016 წლის 7 მარტის წერილის პასუხად, რომელიც ეხებოდა აზიის განვითარების ფონდიდან მიღებული სესხების ძირითადი თანხის დაფარვის დაჩქარებას, საქართველო ირჩევს ვადადამდგარი ძირითადი თანხის გაზრდის პრინციპს. მსურს გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი და ADB-სადმი.
საუკეთესო სურვილებით, ნოდარ ხადური საქართველოს ფინანსთა მინისტრი
დანართი 4
ADB-ის 2016 წლის 23 ნოემბრის წერილი
23 ნოემბერი, 2016 წელი პატივცემული ნოდარ ხადური საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გორგასლის ქ. 16, 0105, თბილისი, საქართველო
პატივცემული ნოდარ ხადური,
Re: შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისთვის – ქვეპროგრამა 3 („ქვეპროგრამა 3“) 1. მითითება ხდება შემდეგ დოკუმენტებზე: · ADB-ს 2016 წლის 7 მარტის წერილი საქართველოს, აზიის განვითარების ფონდიდან (ADF) მიღებული სესხების ძირითადი თანხის დაფარვის დაჩქარებასთან დაკავშირებით („ADB-ს აქსელერაციის წერილი“); · 2016 წლის 7 ივლისს, ქვეპროგრამა 3-ზე გამართული მოლაპარაკებების ოქმი („მოლაპარაკებების ოქმი“); · საქართველოს 2016 წლის 16 აგვისტოს წერილი ADB-ის ყველა ADF-ის სესხზე დაფარვის დაჩქარების შერჩევასთან დაკავშირებით („საქართველოს შერჩევის წერილი“); და · საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2016 წლის 1 სექტემბრით დათარიღებული სასესხო შეთანხმება („სასესხო შეთანხმება“) ქვეპროგრამა 3-თან დაკავშირებით (სპეციალური ოპერაციები). 2. ADB-ს აქსელერაციის წერილის შესაბამისად, საქართველოს ეცნობა იმ გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ADF-ის მიერ გაცემული მიმდინარე სასესხო დავალიანების ძირითადი თანხის გადასახის დაფარვის დაჩქარება ADF ოპერაციებიდან საქართველოს გამოსვლის თარიღიდან, 2017 წლის 1 იანვრიდან. ამასთან დაკავშირებით მოხდება ყოველი სესხის გადახდის თარიღში ვადადამდგარი ძირითადი თანხის მომსახურების გადასახადის 100%-ით გაზრდა 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ, მანამ სანამ არ მოხდება ძირითადი თანხის სრულად დაფარვა. ვადადამდგარი ძირითადი თანხის გაზრდის სანაცვლოდ, საქართველოს შეუძლია ADB-ს მიმართოს წლიური საპროცენტო განაკვეთის შეცვლაზე, რომელიც შეესაბამება ADF სესხების წლიურ განაკვეთს და რომელიც შეთანხმებულ იქნება ADB-სა და მსესხებელს შორის. აღნიშნულ წერილი ასევე განმარტავს, რომ ADF-ის ნებისმიერ ახალ სესხთან დაკავშირებით, რომლის მოლაპარაკებებიც გაიმართება 2016 წელს, საქართველო მოახდენს ADB-ს ინფორმირებას ADF-ის ახალ სესხთან დაკავშირებით მის მიერ შერჩეულ ვარიანტზე. 3. ქვეპროგრამა 3-ის სასესხო შეთანხმების მოლაპარაკებისას, ADB-ს მხარის მიერ მოხდა საქართველოს მხარისადმი შეხსენება, რომ ADF-ის სესხის პირობები ექვემდებარება ცვლილებას საქართველოს მხრიდან ADF-ის სახსრებზე წვდომის დამთავრების შემდეგ, როგორც ეს განმარტებულია ADB-ს აქსელერაციის წერილში. საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, მოხდება თუ არა სესხის ძირითადი გადახდის დაჩქარება თუ ADF-ის მიმდინარე სასესხო დავალიანებაზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება. რაც შეეხება ADF-ის ქვეპროგრამა 3-ის სასესხო შეთანხმებას, რომლის პირობებზე უკვე იქნა შეთანხმება მიღწეული, საქართველოს მხარის მომლაპარაკებელთა ჯგუფის განცხადებით, არჩევანის შესახებ ADB-ს ინფორმირება მოხდება მაშინ როდესაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება ADF-ის მიმდინარე სასესხო დავალიანებებთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი შეტანილ იქნა მოლაპარაკებების ოქმის მე-9 პარაგრაფში. 4. საქართველოს შერჩევის წერილის შესაბამისად, საქართველომ მოახდინა ADB-ს ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევანი გაკეთდა ADF-ის ყველა სესხზე ვადადამდგარი ძირითადი თანხის გაზრდაზე. 5. მოლაპარაკებების ოქმის მე-9 პუნქტისა და საქართველოს შერჩევის წერილის საფუძველზე, ADB ასკვნის, რომ ძირითადი გადასახდელი თანხის დაჩქარება ასევე შეეხება ADF-ის ქვე-პროგრამა 3-ის სესხს. შესაბამისად, თანდართულია აღნიშნული სესხის შეცვლილი გადახდის გრაფიკი, რომლითაც 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ მოხდება ვადადამდგარი ძირითადი თანხის შეცვლა, რომელიც განსაზღვრული იყო სასესხო შეთანხმებით. 6. წინამდებარე წერილთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე დაუკავშირდით ქალბატონ იმ-ემ უნკავანიჩს, ძირითად სახაზინო სპეციალისტს, აზიის განვითარების ბანკის სახაზინო დეპარტამენტი (ტელეფონი: +6326324704 ან +632 632 5160; ელ-ფოსტა: iuნkavaნich@adb.org).
ღრმა პატივისცემით, შონ მ. ოსალივანი ცენტრალური და დასავლეთ ევროპის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი
CC: ბნ. დავით ლეჟავას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გორგასლის ქ. 16, 0105 თბილისი, საქართველო
შეცვლილი გადახდის გრაფიკი სესხის ნომერი 3418-GEO (SF): შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისთვის – ქვეპროგრამა 3 („ქვეპროგრამა 3“)
გადახდის ვადა სესხის ძირითადი თანხის გადახდა (გამოსახულია SDR-ში)
[1] ADB-ს საოპერაციო წყვეტასთან შემდგომი ჰარმონიზაციისათვის ADB-ს სპეციალური ფონდების რესურსებთან და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) საოპერაციო წყვეტასთან მიმართებაში, ADB იყენებს მთლიან ეროვნულ პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც მიღებულ იქნა IDA-ს მიერ. [2] გადასინჯულ გადახდის გრაფიკში არ არის შეტანილი 2017 წლის 1 იანვრამდე გადასახდელი ვადადამდგარი ძირითადი თანხები.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები