„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 442
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.020151
442
27/09/2017
ვებგვერდი, 28/09/2017
010220030.10.003.020151
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №442

2017 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №390 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010220030.10.003.017563) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის შესაბამისად, კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში ანტიკორუფციული საბჭო) განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;

ე) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

ზ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;

კ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;

ლ)  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

მ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

ნ)  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

ო) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

პ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ჟ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

რ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი;

ს)  საქართველოს ბიზნესომბუდსმენი;

ტ)  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი;

უ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;

ფ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;

ქ)  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;

ღ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი;

ყ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე;

შ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე;

ჩ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსი;

ც) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;

ძ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე; 

წ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე;

ჭ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი;

ხ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი;

ჯ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“-„ღ“ ქვეპუნქტები:

„ს) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს;

ტ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს;

უ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;

ფ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს;

ქ) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;

ღ) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი