„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 441
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.020150
441
27/09/2017
ვებგვერდი, 28/09/2017
440050000.10.003.020150
„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №441

2017 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 04/02/2015, 440050000.10.003.018416) შეტანილ იქნეს ცვლილება და  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას კვლევებისა და ინოვაციების საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი კვირიკაშვილი − საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

გიორგი გახარია − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე;

ალექსანდრე ჯეჯელავა − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

დიმიტრი ქუმსიშვილი − საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, საბჭოს წევრი;

მიხეილ ჯანელიძე − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,  ვიცე-პრემიერი, საბჭოს წევრი;

ზურაბ ალავიძე − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საბჭოს წევრი;

თეა წულუკიანი  − საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს წევრი;

ლევან იზორია − საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საბჭოს წევრი;

დავით სერგეენკო − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს წევრი;

ლევან დავითაშვილი − საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, საბჭოს წევრი;

გიორგი ჩერქეზიშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;

მარიამ ჯაში − საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;

რომან კაკულია − საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;

გიორგი ზვიადაძე − სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;

გიორგი კვესიტაძე − სსიპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, საბჭოს წევრი;

ნიკოლოზ გოგილიძე − სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;

მანანა მიქაბერიძე − სსიპ − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, საბჭოს წევრი;

გიორგი ბაჩიაშვილი − ბიზნესწარმომადგენელი, შპს „ჯი სი ეფ პარტნიორების“  (თანაინვესტირების ფონდის) გენერალური დირექტორი,  საბჭოს წევრი;

ლევან კილაძე − ბიზნესწარმომადგენელი, შპს „ლემონდუს“ დირექტორი,  საბჭოს წევრი;

პაპუნა ტოლიაშვილი − ბიზნესწარმომადგენელი, შპს „სინერჯი ჯგუფის“  დირექტორი, საბჭოს წევრი;

გია დვალი − მეცნიერი, საბჭოს წევრი;

დავით ფრანგიშვილი − მეცნიერი, საბჭოს წევრი;

ზაზა შათირიშვილი − მეცნიერი, საბჭოს წევრი;

მერაბ კოკაია − მეცნიერი, საბჭოს წევრი;

ავთანდილ კასრაძე − სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე,  საბჭოს მდივანი.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი