ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/09/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 430040000.35.114.016352
26
27/09/2017
ვებგვერდი, 29/09/2017
430040000.35.114.016352
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2017 წლის 27 სექტემბერი

დაბა ჩოხატაური

 

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები” დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივლადიმერ სიხარულიძე



დანართი

 

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. კვალიფიკაცია და გამოცდილება
1. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ  მოთხოვნებს სრულად:

2. საჯარო დაწესებულების დირექტორს:

ა) აქვს საშუალო სპეციალური/ტექნიკური ან უმაღლესი განათლება ნებისმიერ დარგში;

ბ) აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში/ორგანიზაციებში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.


მუხლი 2. სამართლებრივი აქტების ცოდნა
საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები:

ა) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;

ბ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;

გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი”.


მუხლი 3. სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები
1. საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იცნობდეს:

ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს;

ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს;

გ) ინკლუზიური განათლების პრინციპებს;

დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპებს;

ე) განათლების ძირითად თეორიებს;

ვ) კვლევის მეთოდებს განათლებაში;

ზ) ადრეული განათლების თავისებურებებს და პრინციპებს;

თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს;

ი) ლიდერობის თანამედროვე თეორიებს;

კ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს.

ლ) ფინანსური მართვის საფუძვლებს;

მ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპებს;

ნ) ფონდების მოძიების პრინციპებს.

2. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:

ა) ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;

გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა;

დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა;

ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;

ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება;

ზ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის წარმოება;

თ) რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება;

ი) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა;

კ) დოკუმენტაციის ელექტრონული და ბეჭდური ფორმით წარმოება.


მუხლი 4. საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა
საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ:

 ა) იგი ნასამართლევია განზრახი  დანაშაულისთვის;

 ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.