დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 435 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120160010.10.003.020144 |
435
26/09/2017
ვებგვერდი, 28/09/2017
120160010.10.003.020144
„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
„მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის №247 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/06/2015, 120160010.10.003.018633) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების“ 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საერთო პროცესის სრულყოფისა და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, ასევე ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის უზრუნველსაყოფად, იქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომლის ადმინისტრირებას, მათ შორის, მონაცემთა შეკრებასა და დამუშავებას უზრუნველყოფს კოორდინირების დეპარტამენტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები