დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/417 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016504 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებით (ვებპორტალი, 10415023, 15.04.2011) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „რ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) მისაღებად, ტრენინგების და ტესტირების ორგანიზებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის: ს.ა) სააგენტოს თანამშრომლებზე და ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე – 300 ლარი; ს.ბ) დანარჩენ მაძიებლებზე – 650 ლარი; ს.გ) განმეორებითი ტესტირება უფასო;“. გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები: „ტ) მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატის (CPC) მისაღებად, ტრენინგების და ტესტირების ორგანიზებასა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის: ტ.ა) მძღოლის ბარათი – 950 ლარი; ტ.ბ) განმეორებითი ტესტირება უფასო; უ) სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვების განსახორციელებლად სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად მძღოლების სპეციალურ მომზადებასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის: უ.ა) საბაზო მომზადება – 200 ლარი; უ.ბ) ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი – 150 ლარი; უ.გ) პირველი კლასის ნივთიერებათა გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 130 ლარი;“. უ.დ) განმეორებითი ტესტირება უფასო;“. 2. მე-3 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „რ“-„უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე ერთი უფასო განმეორებითი ტესტირების ჩაუბარებლობის შემდეგ პრეტენდენტი თავიდან გაივლის ტრენინგს, რისთვისაც თავიდან იხდის მომსახურების საფასურს.“. 3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასური გადაიხდება მომსახურების გაწევაზე სააგენტოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ამავე პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასური გადაიხდება, სააგენტოს საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ საოქმო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი მომსახურების სახეებზე საფასური გადაიხდება წინასწარ, მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები