„ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ ოქმის საქართველოს პარლამენტში საქართველოს შეერთების მიზნით წარდგენისა და მაია ბითაძის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1658 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1922
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024644
1922
12/09/2017
ვებგვერდი, 27/09/2017
000000000.00.003.024644
„ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ ოქმის საქართველოს პარლამენტში საქართველოს შეერთების მიზნით წარდგენისა და მაია ბითაძის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1658 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1922

2017 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ ოქმის საქართველოს პარლამენტში საქართველოს შეერთების მიზნით წარდგენისა და მაია ბითაძის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1658 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ ოქმის საქართველოს პარლამენტში საქართველოს შეერთების მიზნით წარდგენისა და მაია ბითაძის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 აგვისტოს №1658 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ” ოქმის საქართველოს პარლამენტში საქართველოს შეერთების მიზნით წარდგენისა და მომხსენებლად ს. პავლიაშვილისა და ე. გრიგალავას დანიშვნის შესახებ“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში შეერთებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ოქმთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა.“.

პრემიერ-მინისტრი                                                  გიორგი კვირიკაშვილი