საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის საკრედიტო შეთანხმების – „ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის“ ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკებების გამართვისა და სესხის ფინანსური პირობების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1896
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024638
1896
07/09/2017
ვებგვერდი, 29/09/2017
000000000.00.003.024638
საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის საკრედიტო შეთანხმების – „ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის“ ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკებების გამართვისა და სესხის ფინანსური პირობების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1896

2017 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის საკრედიტო შეთანხმების – „ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის“ ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკებების გამართვისა და სესხის ფინანსური პირობების შესახებ

1. გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის საკრედიტო შეთანხმების – „ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის“ ტექსტის მიღების მიზნით.

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს – ნიკოლოზ გაგუასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს – ნინო ჯავახაძეს მიენიჭოთ „საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის საკრედიტო შეთანხმების – „ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის“ ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკებების გამართვისა და, საჭიროების შემთხვევაში, მოლაპარაკებების შედეგად მიღებული შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერის უფლებამოსილება.

3. მოწონებულ იქნეს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ შემოთავაზებული სესხის შემდეგი ძირითადი ფინანსური პირობები:

• სესხის ოდენობა – 60 მილიონი ევრო;

• სესხის ვადიანობა – 20 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 6 წელი);

• საპროცენტო განაკვეთის ტიპი – ცვლადი, EURIBOR + 0.6%;

• ვალდებულების გადასახდელი (Commitment fee) – 0.5% (ერიცხება სესხის აუთვისებელ თანხას);

• ადმინისტრირების გადასახდელი – სესხის ოდენობის 0.5% (სესხის თანხიდან გადახდა არ ხდება).

პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი