„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024637
5
07/09/2017
ვებგვერდი, 29/09/2017
000000000.00.003.024637
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1895

2017 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე რიგი საკითხების განხილვის მიზნით, შეიქმნას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი − კომისიის წევრი;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი − კომისიის წევრი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი − კომისიის წევრი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − კომისიის წევრი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრი − კომისიის წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი - კომისიის წევრი;

 სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი − კომისიის წევრი;

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე − კომისიის წევრი;

სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი − კომისიის წევრი;

სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი;

სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი − კომისიის წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი;

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი − კომისიის წევრი;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი − კომისიის წევრი;

სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი/კომისიის მდივანი.“;

გ) განკარგულებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის დებულება“;

დ) განკარგულებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ (შემდგომში − კონსორციუმი) შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულებიდან (შემდგომში − საინვესტიციო ხელშეკრულება) გამომდინარე რიგი საკითხების განხილვისა და შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.“;

ე) განკარგულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ-კ“ ქვეპუნქტები:

„ვ) უზრუნველყოს, საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში, კონსორციუმის მიერ წარდგენილი ანაკლიის პორტის წინასწარი/დეტალური დიზაინის პროექტის განხილვა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ზ) უზრუნველყოს, საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, კონსორციუმის მიერ შესათანხმებლად წარდგენილი კონსორციუმსა და კრედიტორებს შორის გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულებ(ებ)ის ძირითადი პირობების განხილვა და კრედიტორების შეთანხმების თაობაზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

თ) უზრუნველყოს, საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, კონსორციუმის მიერ შესათანხმებლად წარდგენილი კონსორციუმსა და ანაკლიის პორტის პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების განხილვა და ოპერატორის შეთანხმებაზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ი) უზრუნველყოს, საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში, კონსორციუმის მიერ წარდგენილი, კონსორციუმის ან მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი ბენეფიციარი პარტნიორის წილის გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

კ) უზრუნველყოს, საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარდგენილი საბანკო/სადაზღვევო გარანტიების (ბონდების) ინვესტორისთვის დაბრუნების ან/და აღსრულების საკითხის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი