საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1894
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024636
1894
07/09/2017
ვებგვერდი, 27/09/2017
000000000.00.003.024636
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1894

2017 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სს „საპარტნიორო ფონდმა“ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების – 2017 წლის 28 და 29 ნოემბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ შეუფერხებლად ჩატარებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ ერთობლივად გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ღირებულების 1%-ის (მაგრამ არაუმეტეს 12,374.00 ლარისა) გადახდა, ხოლო სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს 99%-ის (მაგრამ არაუმეტეს 1,225,000.00 ლარისა) გადახდა საკუთარი სახსრებიდან.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი