შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1891
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024633
1891
07/09/2017
ვებგვერდი, 27/09/2017
000000000.00.003.024633
შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1891

2017 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებული საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ

1. საკითხის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოწონებულ იქნეს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომში – სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) წინადადება და, გამონაკლისის სახით, სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან (ქ. თბილისში, გულიას ქ. №3ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.18.09.004.086) დაკავშირებული საექსპერტო მომსახურება შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიისათვის“ განხორციელდეს ამ განკარგულების საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაუთვალისწინებლად.

2. სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან (ქ. თბილისში, გულიას ქ. №3ა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 01.18.09.004.086) დაკავშირებული საექსპერტო მომსახურების ღირებულების საფასური განისაზღვროს 800 000 (რვაასი ათასი) ლარის ოდენობით, მათ შორის:

ა) შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული ექსპერტიზის (შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა, ბეტონისა და არმატურის ნიმუშების აღება და ლაბორატორიული გამოცდა მექანიკურ თვისებებზე) საფასური განისაზღვროს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული ექსპერტიზის (საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა; ქვაბულისა და გარე ქსელების მოწყობის სამუშაოების ექსპერტიზა) საფასური განისაზღვროს 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი                                                                                  გიორგი კვირიკაშვილი