დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1979 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024622 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1979
2017 წლის 15 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზებისათვის შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი კვირიკაშვილი − საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
ალექსანდრე ჯეჯელავა − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გიორგი შარვაშიძე − სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი;
გიორგი გახარია – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი;
ზურაბ ალავიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
მიხეილ გიორგაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;
ტარიელ ხეჩიკაშვილი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
თეა წულუკიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
მაია ცქიტიშვილი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;
დავით ნარმანია – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;
გიორგი ალიბეგაშვილი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
გიორგი კვესიტაძე – სსიპ − საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი;
დავით ლორთქიფანიძე – სსიპ − საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი.
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს − ირაკლი კობახიძეს;
ბ) საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს − მარიამ ჯაშს;
გ) ა(ა)იპ − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერს − გია ზვიადაძეს.
3. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთხოვოს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაშუქება.
4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომისიას დაევალოს სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების გეგმისა და გრაფიკის შემუშავება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები