დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის თანხის გადარიცხვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1887 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024623 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1887
2017 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის თანხის გადარიცხვის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დაევალოს სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების – ქ. ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული აღორძინების პერიოდის ერთ-ერთი შედევრის, სანდრო ბოტიჩელის „ვენერას“, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში წარმოდგენის ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოს სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ევროს გადარიცხვა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 24 05 02).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები